აპენინურ სპორტულ პრესაში უკვე არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მაცარი გუნდს დატოვებს და მას რამდენიმე ფეხბურთელიც მიჰყვება. მათ
"ბევრჯერ წავიკითხე იმის შესახებ, თითქოს ევროპული ფეხბურთის გრანდში ვაპირებდე გადასვლას, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის და ჩემს სიტყვებს ახალი, ხუთწლიანი ხელშეკრულება ადასტურებს. მიყვარს "ნაპოლი" და ყველაფერი, რაც ამ გუნდთან არის დაკავშირებული. მჯერა იმ პროექტის, რომელსაც ერთად შევეჭიდეთ და რომელსაც აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე".
იტალიელმა ჟურნალისტმა ჰამშიკს დღეისათვის ყველაზე აქტუალური კითხვა დაუსვა: შეიძლება თუ არა მიმდინარე სეზონი "ნაპოლისთვის" წარმატებულად ჩაითვალოსო, რაზეც შემდეგი პასუხი მიიღო: "სეზონი რომ დასრულდება, ამაზე შემდეგ ვილაპარაკოთ. ისე კი, მგონია, რომ სეზონი გარკვეულწილად უკვე წარმატებულია, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე შესანიშნავად ვიასპარეზეთ.
ამასთან, იტალიის თასის ფინალში გავედით, სადაც "იუვენტუსთან" მოგვიწევს შეჭიდება. რაც შეეხება სერია A-ს, იმედი ნამდვილად არ დამიკარგავს, რომ სამეულში შევაღწევთ და ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოვიპოვებთ. მესამე ადგილზე მყოფი გუნდისგან მხოლოდ ექვსი ქულა გვაშორებს, რისი აღმოფხვრაც სავსებით რეალურია. მოკლედ, სეზონი გარკვეულწილად უკვე წარმატებულია, დანარჩენზე კი ზაფხულში ვილაპარაკოთ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"