დავიდ ტრეზეგე: ალესანდრო დელ პიერო ჩემს საფეხბურთო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია

AutoSharing Option
არგენტინული "რივერ პლეიტის" ფრანგმა ნახევარმცველმა დავიდ ტრეზეგემ აღნიშნა, რომ ტურინის "იუვენტუსში" მისი ყოფილი პარტნიორი ალესანდრო დელ პიერო, რომელიც სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს, ყოველთვის "ბებერი ქალბატონის" ერთგული იყო.

"დელ პიერო, ეჭვგარეშეა, ჩემს საფეხბურთო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ჩვენ თავდამსხმელთა ტანდემს ვქმნიდით, რომელიც "იუვენტუსის" ისტორიას წერდა.

ზედმეტი სიტყვები საჭირო არ არის, ციფრები თავად მეტყველებს. ალესანდრო მოედანზე ყოველთვის განსაკუთრებული მოთამაშე იყო.

არ ვიცი, დატოვებს თუ არა ის "იუვენტუსს", მაგრამ ის ყოველთვის ამ გუნდის ღირსებას იცავდა", - თქვა ტრეზეგემ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული