მილანის "სან სიროს" სტადიონზე ხელოვნურ საფარს დააგებენ

AutoSharing Option
მილანის "სან სიროს" სტადიონი უახლოეს ხანში ხელოვნურსაფარიანი გახდება.

როგორც წესი, სტადიონის ბუნებრივი მინდორი, რომელზეც "ინტერი" და "მილანი" თამაშობენ, "სან სიროს" კონსტრუქციის თავისებურების გამო, ზამთარსა და ადრიან გაზაფხულზე საშინელ მდგომარეობაშია ხოლმე და ხელოვნურის საფარის დაგება ერთადერთი გამოსავალია.

სინთეტიკური საფარის დაგება მიმდინარე წლის ივნისში დაიწყება, პირველი მატჩები კი ხელოვნურ მოედანზე "ბერლუსკონის" თასის წინ გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ მიმიდინარე წლის მარტში მოედნის საფარის მდგომარეობის გამო უკმაყოფილება "ბარსელონამ" გამოთქვა, რომელიც "მილანთან" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩს თამაშობდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული