ფრანჩესკო ტოტი: "რომადან" რომ წავიდე, შვილებს რა ვუთხრა?!

AutoSharing Option
"რომას" ფორვარდმა, კაპიტანმა და ლეგენდამ ფრანჩესკო ტოტიმ აღიარა, რომ სხვა გუნდის მაისურით თავი ვერ წარმოუდგენია.

"ჩემი კარიერის მანძილზე "რომას" დატოვების და სხვა კლუბში გადასვლის შესაძლებლობა რამდენჯერმე მქონდა, მაგრამ ყოველთვის ვამბობდი, რომ მხოლოდ აქ თამაში მსურდა.

სხვა კლუბის მაისურით თავი ვერ წარმომიდგენია.

ამას გარდა, ვერ წარმომიდგენია, როგორ ავუხსნი ჩემს შვილებს "რომადან" წასვლის მიზეზებს. კლუბის სიყვარულმა ყველა წინადადება გადაფარა და კმაყოფილი ვარ. ეს ჩემთვის უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე "ოქროს ბურთი", - თქვა ტოტიმ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ნამდვილი ლეგენდა და მაგარი კაცი!
dato
23:15 20-04-2012
0
bravo totti!
shorena
21:52 20-04-2012
0

სიახლეები პოპულარული