რობერტო დონადონი "პარმაში" რჩება

AutoSharing Option
"ჯვაროსნების" პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კლუბი მთავარ მწვრთნელ რობერტო დონადონისთან თანამშრომლობას გააგრძელებს.

იტალიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი "პარმას" სათავეში იანვარში ჩაუდგა, როდესაც ფრანკო კოლომბო შეცვალა. ჩემპიონატის ფინიშამდე გუნდი გასავარდნ ზონაში მყოფ "ლეჩეს" მხოლოდ 4 ქულით უსწრებს, მაგრამ გუნდის ბოსი ამტკიცებს, რომ მწვრთნელს ბოლომდე ენდობა.

"დონადონი მომავალ სეზონშიც ჩვენი მწვრთნელი იქნება", - ამბობს ტომაზო გირარდი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული