მარტენ სტეკელენბურგი და ფაბიო ბორინი ტურინში ჩავლენ

AutoSharing Option
"რომას" გოლკიპერი მარტენ სტეკელენბურგი და ფორვარდი ფაბიო ბორინი, რომელთაც ჯანმრთელობასთან პრობლემები ჰქონდათ, ტურინში "იუვენტუსთან" სათამაშოდ გუნდთან ერთად გაემგზავრებიან.

მარტენ სტეკელენბურგი ერთი კვირა გაცივების გამო ვერ ვარჯიშობდა, ფაბიო ბორინის კი წელის ტკივილი აწუხებდა.

უცნობია, გამოვა თუ არა ახალგაზრდა იტალიელი ფორვარდი მოედანზე პირველივე წუთებიდან, თუმცა "იუვენტუსთან" მატჩის განაცხადში ისიც და სტეკელენბურგიც შეყვანილები არიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული