ჩეზარე პრანდელი: მარიო ბალოტელი ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ დაადასტურა, რომ ფორვარდ მარიო ბალოტელის ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე წაიყვანს. მან ისიც თქვა, რომ ალესანდრო დელ პიეროს და ფრანჩესკო ტოტის ნაკრებში მხოლოდ გაუთვალისწინებელი მდგომარეობის შექმნის შემთხვევაში მიიწვევს.

"არასდროს მიფიქრია, რომ ევროპის ჩემპიონატზე მარიო ბალოტელის გარეშე გავემგზავრებოდით. ის ჩვენი გუნდის ცენტრალური ფიგურაა. დელ პიერო და ტოტი? თუ გუნდში განსაკუთრებული სიტუაცია შემექმნება, ამ გამოცდილ ჩემპიონებს გამოვიძახებ. თუმცა ახლა იტალიის ნაკრებში პროექტი მაქვს და მასში ახალგაზრდა ფეხბურთელები შედიან", - განაცხადა პრანდელიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული