ჟულიო სეზარი: "ფიორენტინამ" დაცვაში კარგად ითამაშა

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" გოლკიპერმა ჟულიო სეზარმა "ფიორენტინასთან" სერია A-ს 34-ე ტურის ნულოვანი ფრეთი დასრულებული მატჩი შეაფასა.

"მიმდინარე სეზონი ჩვენთვის რთულია, მაგრამ ვცდილობთ. დღეს კიდევ ერთი შესაძლებლობა გვქონდა მესამე ადგილს მივახლოვებოდით, მაგრამ
"ფიორენტინას" დაცვამ ძალიან კარგად ითამაშა და თავისუფალი სივრცე არ დაგვიტოვა. ეს რთული მატჩი იყო. მიხარია, რომ დუგლას მაიკონი და ვესლი სნეიდერი მოედანს დაუბრუნდნენ, რადგან მათ უკვე ბევრი მატჩი გაუცდათ", - თქვა სეზარმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული