მასიმილიანო ალეგრის გუნდი მთელი შეხვედრის განმავლობაში მხოლოდ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა და მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ერთი, 100%-იანი გოლი არ ჩაუთვალეს, გამარჯვებას ნამდვილად არ იმსახურებდა.
"როსონერის" იერიშები იმდენად ნელ ტემპში ვითარდებოდა, რომ მათთან გამკლავება სტუმართათვის განსაკუთრებულ პრობლემას არ წარმოადგენდა. სწორედ ამად იყო, რომ რეალური საგოლე მომენტი მასპინძლებმა თითზე ჩამოსათვლელი რაოდენობით შექმნეს და ერთი რომ შეაგდეს, იმაზეც მადლობა უნდა თქვან... ის ერთადერთი გოლი კი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მატჩის უკანასკნელ წუთზე გაიტანა - მარცხენა ფრთიდან
ის არჩათვლილი გოლიც ზლატანის ანგარიშზეა - კიპერთან პირისპირ დარჩა, ზუსტადაც დაარტყა, მაგრამ არბიტრმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. რაც შეეხება "ბოლონიას" გოლს, თავი გასტონ რამირესმა გამოიჩინა და კიდევ ერთხელ შეახსენა თავი იმავე "მილანის" მესვეურებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ნიჭიერი შემტევის გადაბირებით... სტუმრებმა მარკ ვან ბომელის შეცდომით ისარგებლეს, რომელმაც მოედნის ცენტრში დაკარგა ბურთი, მეტოქის საჯარიმოს წამებში მიუახლოვდნენ და დანარჩენი უკვე რამირესის კლასზე იყო დამოკიდებული.
"მილანმა" ჰაერივით საჭირო ქულები დაკარგა და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, საშინელი თამაში აჩვენა... ერთადერთი, ვისი გამორჩევაც მასპინძელთა რიგებიდან შეიძლება, ანტონიო კასანო გახლავთ, რომელიც მეორე ნახევარში გამოჩნდა მინდორზე და ასე თუ ისე, გაამწვავა ლომბარდიელთა იერიშები.
დიახ, კასანო და არა იგივე იბრაჰიმოვიჩი, რომელმაც თითქოს გოლიც გაიტანა, ერთი არც ჩაუთვალეს და ერთი კარგი "მაკრატელაც" შემოგვთავაზა, მაგრამ მთლიანობაში, მაინც ინერტული იყო და ხარვეზებიც ბლომად ჰქონდა. აღარაფერს ვამბობთ რობინიოზე, რომელიც ტყუილად იყო მოედანზე.
მატჩის შემდეგ მასიმილიანო ალეგრი უკმაყოფილო გახლდათ, მაგრამ შეგირდებს მაინც მადლობა გადაუხადა: "ძალიან რთული მატჩი იყო, რომელიც სასურველი შედეგით ვერ დავასრულეთ.
მიუხედავად ამისა, შეგირდების მიმართ სასაყვედურო არაფერი მაქვს. თავი არ დაუზოგავთ და რაც შეეძლოთ, ყველაფერი გააკეთეს. სკუდეტოსთვის ბრძოლა ბოლო ტურამდე გაგრძელდება. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული და შესაბამისად, მიმდინარე სეზონში ტიტულის გარეშე დარჩენაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა".
გენუური აყალმაყალი
საინტერესო მატჩი გაიმართა რომში, სადაც "ლაციომ" "ლეჩეს" უმასპინძლა და ქულას დასჯერდა. არადა, რომაელები ძალიან ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან და სამი ქულა რომ აეღოთ, უდიდეს ნაბიჯს გადადგამდნენ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად.
"ლაციო" ფრანსელინო მათუზალემის გოლით 82-ე წუთზე დაწინაურდა, თუმცა ზედ საფინალო სასტვენის წინ ვალერი ბოჟინოვისგან გამათანაბრებელი გოლი მიიღო და საბოლოოდ, 1:1 "ლაციოს" კონკურენტთა სასარგებლოდ; კონკურენტებიდან კი "ნაპოლიმ" მოიგო, ხოლო "უდინეზემ" ქულები დაკარგა.
ვალტერ მაცარის გუნდმა საკუთარ მოედანზე "ნოვარა" დაიბრიყვა, ფრიულელებმა კი "კიევოს" ვერონაში ვერც გაუტანეს და არც გაატანინეს. ნულოვანი ფრე დაფიქსირდა ფლორენციაშიც, სადაც "ინტერი" "ფიორენტინას" გაეყარა, თუმცა მილანური გრანდი დიდი ხანია, რაც ლიგის საგზურის მაძიებელთა სიიდან ამოეწერა.
დიდი ვნებათაღელვა იყო გენუაში, სადაც "ჯენოამ" "სიენა" მიიღო და გამანადგურებელი ანგარიშით, 1:4 წააგო. ამ მარცხით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რა ღრმა კრიზისშია კახა კალაძის გუნდი და თუ რაოდენ რეალურია გენუელთა სერია B-ში დაქვეითება.
თუმცა "ჯენოას" მორიგ მარცხზე უფრო საინტერესო ის მოვლენები გახლავთ, რომელიც შეხვედრის 49-ე წუთიდან დაიწყო, ანუ იმ მომენტიდან, როდესაც ტოსკანელებმა გენუელებს მეოთხე ბურთი მიართვეს... ტიფოზებმა ვეღარ გაუძლეს დამცირებას და მოედანზე პიტარდები გადაყარეს, რის გამოც მთავარი არბიტრი იძულებული გახდა, თამაში შეეწყვიტა. თუმცა აქ არ დასრულებულა ყველაფერი. გულშემატკივრებმა მინდვრიდან გასასვლელი ბილიკი გადაკეტეს და "ჯენოას" მოთამაშეებს ფორმის გახდა მოსთხოვეს იმ მოტივით, რომ ისინი არ იმსახურებენ მათი საყვარელი გუნდის ამუნიციის ტარებას...
მოთამაშეები დიდხანს იდგნენ მოედნის ცენტრში და მხოლოდ მას შემდეგ დაყაბულდნენ ქომაგთა მოთხოვნას, რაც მოედანზე "ჯენოას" პრეზიდენტი, ენრიკო პრეციოზი ჩავიდა.
დაახლოებით 15-წუთიანი გარჩევის შემდეგ მოთამაშეებმა გაიხადეს ფორმები, დატოვეს მინდორი და გასახდელში ჩავიდნენ, თუმცა, როგორც შემდეგ გაირკვა, დროებით - დაახლოებით ამდენივე ხანში გუნდები მოედანს დაუბრუნდნენ და მეორე ტაიმიც ჩაამთავრეს. თამაში 4:1 დამთავრდა. "ჯენოამ" კიდევ უფრო გაირთულა სატურნირო მდგომარეობა და ყველა სიკეთესთან ერთად, კლუბი ვერც საჯარიმო სანქციებს ასცდება.
რომა განადგურებულია
ტურის ცენტრალური შეხვედრა "იუვენტუსის" ახალ არენაზე გაიმართა, სადაც ტურინულმა გრანდმა "რომას" გადაურბინა და "მილანთან" სხვაობა სამ ქულამდე გაზარდა. ანტონიო კონტეს შეგირდებმა პირველივე წუთებზე მოუმთავრეს საქმე მეტოქეს, საბოლოოდ კი ოთხი უპასუხო გოლი გაიტანეს და უდიდესი ნაბიჯი გადადგეს სკუდეტოსკენ.
პირველი ორი გოლი არტურო ვიდალის ანგარიშზეა. შემდეგ ანდრეა პირლომ დაარტყა თერთმეტმეტრიანი და კიპერის მოგერიებული ბურთი მანვე შეაგორა ბადეში. ბოლოს კი კლაუდიო მარკიზიომაც გამოიჩინა თავი და შეხვედრის საბოლოო შედეგი დააფიქსირა, 4:0.
"რომას" უშანსო დამარცხებას მარტენ სტეკელენბურგის გაძევებამაც შეუწყო ხელი - ჰოლანდიელი მეკარე უკანასკნელი იმედის ჯარიმისთვის გაუშვეს გასახდელში და სწორედ ამ ეპიზოდს მოჰყვა პირლოს თერთმეტმეტრიანიც. "ვეკია სენიორამ" შესაძლოა, გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვა, რადგან "მილანთან" ქულათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაშიც კი უპირატესობა ტურინულ გრანდს მიენიჭება - მიზეზი მარტივია, "იუვე" "მილანს" ურთიერთშეხვედრებშიც ჯობნის.
სერია A. XXXIV ტური
კიევო-უდინეზე 0:0
კიევო (4-3-1-2): სორენტინო - დრამე, დაინელი, ფრეი, აჩერბი - ბრედლი, ლუსიანო (68. სამარკო), რიგონი - კრუსადო (80. ცეზარი) - პალოსკი (87. გრანდოლფო), თერეუ.
უდინეზე (3-5-2): ჰანდანოვიჩი - ბენეტია, დანილო, კოდა (40. ეკსტრანდი) - ბასტა (80. აბდი), პაციენცა, ასამოა, ფერნანდესი, არმერო - ბარეტო (57. ფლორო ფლორესი), დი ნატალე.
გაფრთხილება: ფერნანდესი (უდინეზე).
კუთხური: 6-2; ჯარიმა: 14-15; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 11(3)-6(2); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 11 000
პარმა-კალიარი 3:0
პარმა (3-5-2): მირანტე - ძაკარდო, პალეტა, ლუკარელი - ჯონათანი, ვალდესი (90. მუსაჩი), ვალიანი (75. ბიაბიანი), გალოპა, გობი - ჯოვინკო, ფლოკარი (80. ოკაკა).
კალიარი (4-3-1-2): აგაცი - პიზანო, ასტორი, კანინი, აგოსტინი (58. პერიკო) - კონტი, ეკდალი, ნაინგოლანი - კოსუ (80. ნენე) - პინილია, რიბეირო (56. იბარბო).
გოლები: 1:0 ჯოვინკო (24), 2:0 ფლოკარი (73-პენ.), 3:0 ოკაკა (90-პენ.).
გაფრთხილება: ჯონათანი, გალოპა, ჯოვინკო - აგაცი, კოსუ.
კუთხური: 1-8; ჯარიმა: 16-17; თამაშგარე: 7-3; კარში დარტყმა: 8(4)-7(2); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 16 000
კატანია-ატალანტა 2:0
კატანია (4-3-3): ტერაჩანო - სპოლი, ლეგროტალიე, ბელუში, მარკეზე - სეიმური, ბიაჯანტი (88. რიკიუტი), ლოდი - გომესი (84. ლიამა), ბერგესიო, ლანცაფამე (66. კატელანი).
ატალანტა (4-4-1-1): კონსილი - ბელინი, ლუკინი, სტენდარდო, პელუზო - კაცოლა, სკელოტო (59. ტირიბოკი), კარმონა, ბონავენტურა (80. ფერეირა) - მორალესი - გაბიადინი (74. კაროცა).
გოლები: 1:0 გომესი (30), 2:0 სეიმური (85).
გაფრთხილება: ბელუში, ლეგროტალიე, ლანცაფამე - პელუზო, კარმონა.
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 14-18; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 7(4)-5(1); ბურთის ფლობა: 40%-60%.
მაყურებელი: 16 000
ნაპოლი-ნოვარა 2:0
ნაპოლი (3-5-1-1): დე სანკტისი - კამპანიარო, კანავარო, არონიკა - მაჯო, ჯემაილი, ინლერი (77. ვარგასი), გარგანო, ცუნიგა (89. დოსენა) - ჰამშიკი (90. ამენდოლა) - კავანი.
ნოვარა (5-3-2): ფონტანა - მორგანელა, ლიზუძო, ჯემიტი, ჩენტურიონი, პაჩი (78. დელაფიორე) - რადოვანოვიჩი (56. პეშე), პორკარი, იენსენი - მასკარა (77. რუბინო), კარაჩოლო.
გოლები: 1:0 კავანი (21), 2:0 კანავარო (37).
გაფრთხილება: კამპანიარო - მორგანელა.
კუთხური: 7-4; ჯარიმა: 13-14; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 19(8)-5(2); ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 40 000
ფიორენტინა-ინტერი 0:0
ფიორენტინა (4-4-2): ბორუცი - ნასტასიჩი, ნატალი, კამპორეზე - პასკუალი, კასანი, ხარჯა, ბერამი (67. სალიფუ), ლაძარი - ჩერჩი - ლიაიჩი (72. აკოსტი).
ინტერი (4-2-3-1): ჟულიო სეზარი - მაიკონი, ლუსიო, კივუ (82. რანოკია), ძანეტი (46. ნაგატომო) - პოლი, კამბიასო - ალვარესი, სარატე, ფორლანი (54. სნეიდერი) - მილიტო.
გაფრთხილება: ნასტასიჩი, პასკუალი, ჩერჩი, აკოსტი - ჟულიო სეზარი, ლუსიო, კივუ, მილიტო.
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 12-12; თამაშგარე: 4-4; კარში დარტყმა: 8(1)-9(4); ბურთის ფლობა: 34%-66%.
მაყურებელი: 26 000
მილანი-ბოლონია 1:1
მილანი (4-3-1-2): აბიატი - აბატე, ნესტა, ბონერა, ანტონინი (69. ემანუელსონი) - ვან ბომელი (73. აკვილანი), მუნტარი, ნოჩერინო - ზეედორფი (56. კასანო) - რობინიო, იბრაჰიმოვიჩი.
ბოლონია (3-4-2-1): ალიარდი - რაჯი, პორტანოვა, კერუბინი - გარიჩი, მორლეო, პერესი, მუდინგაი - რამირესი (88. კონე), დიამანტი (65. ტაიდერი) - დი ვაიო (74. აკვაფრესკა).
გოლები: 0:1 რამირესი (26), 1:1 იბრაჰიმოვიჩი (90).
გაფრთხილება: ნოჩერინო - პერესი, ტაიდერი.
გაძევება: ბონერა (82. მილანი).
კუთხური: 8-1; ჯარიმა: 9-16; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 16(6)-8(3); ბურთის ფლობა: 68%-32%.
მაყურებელი: 50 000
ჩეზენა-პალერმო 2:2
ჩეზენა (4-4-2): ანტონიოლი - კომოტო, მორასი, ფონ ბერგენი, ლაურო (8. ჩეკარელი) - კოლუჩი, არიგონი, სანტანა (74. პაროლო), გუანა - რენელა (67. იაკვინტა), მუტუ.
პალერმო (3-5-2): ვივიანო - სილვესტრი, მუნიოსი, მანტოვანი - ლაბრინი, ვასკესი (81. ბუდანი), დონატი, დელა როკა (79. ასკუა), ბერტოლო - ერნანდესი (64. ბაჩინოვიჩი), მიკოლი.
გოლები: 0:1 ბერტოლო (20), 1:1 სანტანა (26), 2:1 რენელა (28), 2:2 სილვესტრი (45)..
გაფრთხილება: ლაურო - მუტუ, ბერტოლო.
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 20-15; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 8(2)-14(5); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 12 000
ჯენოა-სიენა 1:4
ჯენოა (4-3-3): ფრეი - მესტო, გრანკვისტი, ბოვო, ალჰასანი (30. ხორკერა) - ბიონდინი, კუჩკა (80. ანტონელი), როსი - სკული (52. კალაძე), პალასიო, ჯილარდინო.
სიენა (4-4-2): ბრკიჩი - ვიტიელო, ტერცი, როსეტინი, დელ გროსო - გროსი (80. მანინი), გაცი, ვერგასოლა, ჯორჯი (73. სესტუ) - დესტრო (70. ბოგდანი), ბრიენცა.
გოლები: 0:1 ბრიენცა (17), 0:2 დესტრო (19), 0:3 ბრიენცა (37), 0:4 ჯორჯი (49), 1:4 დელ გროსო (79-საკ. კარში).
გაფრთხილება: მესტო, როსი, ჯილარდინო - დელ გროსო, ჯორჯი.
კუთხური: 7-0; ჯარიმა: 18-13; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 16(4)-11(8); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 20 000
ლაციო-ლეჩე 1:1
ლაციო (4-2-3-1): მარკეტი - სკალონი, ბიავა, დიაკიტე, გარიდო - მათუზალემი (83. დიასი), ლედესმა - გონსალესი, კანდრევა, ერნანესი (46. ალფარო - 76. ცანა) - როკი.
ლეჩე (3-5-2): ბენასი - ოდო, ესპოზიტო, ტომოვიჩი - ბრივიო, ჯაკომაცი, ბრივიო, ბერტოლაჩი (87. ბოჟინოვი), დელვეკიო - მურიელი (72. კორვია), დი მიკელე.
გოლები: 1:0 მათუზალემი (82), 1:1 ბოჟინოვი (90).
გაფრთხილება: ბიავა, გარიდო - კუადრადო, ბერტოლაჩი.
კუთხური: 7-4; ჯარიმა: 15-15; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 12(6)-11(4); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 40 000
იუვენტუსი-რომა 4:0 (იხილეთ ვიდეო)
იუვენტუსი (3-5-3): ბუფონი - ბონუჩი, ბარცალი, კიელინი - ლიხტშტაინერი, მარკიზიო, პირლო, ვიდალი (68. ჯაკერინი), დე ჩელიე - ვუჩინიჩი (58. ბორიელო), კვალიარელა (62. დელ პიერო).
რომა (4-3-1-2): სტეკელენბურგი - როზი, კიაერი, დე როსი, ანხელი - გაგო, პეროტა, მარკინიო - პიანიჩი (61. ლამელა) - ოსვალდო (57. ბოიანი), ბორინი (28. კურჩი).
გოლები: 1:0 ვიდალი (4), 2:0 ვიდალი (8), 3:0 პირლო (29), 4:0 მარკიზიო (52).
გაფრთხილება: კვალიარელა - ბოიანი.
გაძევება: სტეკელენბურგი (27. რომა).
კუთხური: 3-4; ჯარიმა: 10-12; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 16(9)-3(1); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 42 000
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. იუვენტუსი 33 19 14 0 57-18 71
2. მილანი 33 20 8 5 63-27 68
3. ლაციო 33 16 7 10 49-41 55
4. უდინეზე 33 14 10 9 44-32 52
5. ნაპოლი 33 13 12 8 58-41 51
6. რომა 33 15 5 13 52-46 50
7. ინტერი 33 14 7 12 47-45 49
8. კატანია 33 11 13 9 44-43 46
9. კიევო 33 11 10 12 30-40 43
10. სიენა 33 11 9 13 41-35 42
11. პარმა 33 10 11 12 44-50 41
12. პალერმო 33 11 8 14 46-51 41
13. ბოლონია 33 10 11 12 34-39 41
14. ატალანტა 33 11 13 9 37-36 40
15. ფიორენტინა 33 9 11 13 32-38 38
16. კალიარი 33 9 11 13 33-42 38
17. ჯენოა 33 9 9 15 44-62 36
18. ლეჩე 33 8 11 14 38-49 35
19. ნოვარა 33 5 10 18 27-56 25
20. ჩეზენა 33 4 10 19 21-50 22
შენიშვნა: ატალანტა - 6 ქულა
ბომბარდირები
24 - იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 20 - დი ნატალე (უდინეზე), მილიტო (ინტერი), კავანი (ნაპოლი).
მომდევნო ტური
24 აპრილი: კალიარი-კატანია, ატალანტა-კიევო;
25 აპრილი: ნოვარა-ლაციო, სიენა-ბოლონია, რომა-ფიორენტინა, უდინეზე-ინტერი, ლეჩე-ნაპოლი, პალერმო-პარმა, მილანი-ჯენოა, ჩეზენა-იუვენტუსი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"