არტურო ვიდალი: ტურინის "იუვენტუსისთვის" სიხარული ჯერ ნაადრევია

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველმა არტურო ვიდალმა იტალიურ პრესაში "რომასთან" (4:0) გამარჯვებაზე ისაუბრა.

ამ შეხვედრაში ჩილელმა დუბლის შესრულება მოახერხა.

"იოლი მატჩი არ ყოფილა, როგორც შეიძლება მოგჩვენებოდათ. მომავალში ასე თამაშის იმედი გვაქვს.

გამარჯვება და ჩემ მიერ გატანილი ორი გოლი ძალიან მიხარია. მოედანზე ყოველთვის მთელი გულით ვთამაშობ.

ხუთი შეხვედრა რჩება, ყველა მათგანი რთული იქნება. ჯერ სიხარული ნაადრევია და ვნახოთ, ჩემპიონატის ბოლოს მოვახერხებთ თუ არა სკუდეტოს მოგებას", - თქვა ვიდალმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული