დაპირისპირების მეორე ტაიმის მერვე წუთზე, როდესაც ანგარიში სტუმრების სასარგებლოდ 4:0 იყო, შეხვედრის მთავარი მსაჯი პაოლო ტალიავენტო იძულებული გახდა, მატჩი გენუელი გულშემატკივრების ქცევის გამო შეეჩერებინა, რომლებიც ფეხბურთელებს უსტვენდნენ და მოედანზე სხვადასხვა საგანს ისროდნენ.
"ჯენოას" კაპიტანმა მარკო როსიმ ფანატებს მიმართა, რომლებიც გუნდის თამაშით უკიდურესად უკმაყოფილოები იყვნენ. გულშემატკივრებმა ფეხბურთელებს მაისურების გახდა და მათთვის გადაცემა მოსთხოვეს. თხოვნა შესრულდა - თავისი 13-ნომრიანი მაისურა გენუელთა ქართველმა მცველმა
გულშემატკივრებს კლუბის პრეზიდენტი ენრიკო პრეციოზი, გოლკიპერი სებასტიან ფრეი და თავდამსხმელი ჯუზეპე სკული დაელაპარაკნენ, რომელიც სიცილიური მაფიოზური ორგანიზაცია "ნდრანგეტას" ერთ-ერთი ბოსის შვილიშვილია.
50 წუთის შემდეგ შეხვედრა გაგრძელდა. "ჯენოას" პრეზიდენტი ასეთი სამარცხვინო წაგების შემდეგ განრისხებული იყო და გუნდის თავკაცის გათავისუფლება გადაწყვიტა, რომელმაც თავის თანამდებობაზე სულ სამი კვირა იმუშავა.
მალეზანი "ჯენოას" თავკაცის თანამდებობიდან სეზონის განმავლობაში უკვე მეორედ გაათავისუფლეს. მან გენუური გუნდის გაწვრთნა სეზონის სტარტზე დაიწყო, თუმცა "ნაპოლისთან" (1:6) განადგურების შემდეგ გაუშვეს. მის ადგილზე კი პასკუალო მარინო მიიღეს, რომელიც 2 აპრილს ასევე გაათავისუფლეს.