კახა კალაძეს ლუიჯი დი კანიო გაწვრთნის

AutoSharing Option
კახა კალაძის "ჯენოას" ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე 54 წლის სპეციალისტი ლუიჯი დი კანიო დანიშნა, რომელიც ბოლოს "ლეჩეში" მუშაობდა.

ამის შესახებ იტალიურ პრესაში "გრიფონების" პრეზიდენტმა ენრიკო პრეციოზიმ განაცხადა.

"დიახ, ახალი მთავარი მწვრთნელი ლუიჯი დი კანიოა. სპეციალისტი 23 აპრილს დილის ვარჯიშს ჩაატარებს და გუნდსაც წარვუდგენთ", - თქვა პრეციოზიმ.

შეგახსენებთ, "ჯენოას" ყოფილი თავკაცი ალბერტო მალეზანი "სიენასთან" დამარცხების შემდეგ სეზონში მეორედ გაათავისუფლეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული