მასიმილიანო ალეგრი: "მილანს" იტალიის ჩემპიონობის შანსი ჯერ კიდევ არ დაუკარგავს

AutoSharing Option
"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ "ბოლონიასთან" (1:1) სერია A-ს 34-ე ტურის მატჩის შემდეგ საკუთარ მომავალზე საუბარი არ ისურვა.

"წინ კიდევ ხუთი მატჩია და 15 ქულა უნდა მოვიპოვოთ. თუ ჩვენ 15 შესაძლებლიდან 15 ქულას მოვიპოვებთ და "იუვენტუსი" მაინც ჩვენზე წინ იქნება, ვიტყვი, რომ გუნდმა ჩემპიონობა დაიმსახურა.

ჩემი მომავლის შესახებ კლუბის ხელმძღვანელობას უნდა ჰკითხოთ. ჩემი ამოცანაა, გუნდს სეზონი ჩავამთავრებინო, შემდეგ კი ვნახოთ.

"მილანს" იტალიის ჩემპიონობის შანსი ბოლომდე ჯერ კიდევ არ დაუკარგავს", - აღნიშნა ალეგრიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული