მარკ ვან ბომელს "მილანში" დარჩენა სურს

AutoSharing Option
"მილანის" ნახევარმცველი მარკ ვან ბომელი არ მალავს, რომ "როსონერის" რიგებში თამაშის გაგრძელება სურს.

35 წლის ჰოლანდიელი "მილანის" იმ ათ მოთამაშეს შორისაა, რომელთაც კლუბთან კონტრაქტი ზაფხულში უსრულდებათ.

"მარკი "მილანში" თავს ბედნიერად გრძნობს, თუმცა ზაფხულში შესაძლოა, თავისუფალი აგენტი გახდეს. მისი კონტრაქტის გაგრძელების ვარიანტს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ განვიხილავთ.

თუ იგრძნობს, რომ გუნდისთვის სარგებლობის მოტანა აღარ შეუძლია, თვითონ წავა. თუმცა ჯერჯერობით "მილანს" მისი სამომავლო გეგმების შესახებ არაფერი შეუტყობინებია.

ვან ბომელი ამ მდგომარეობას მშვიდად ეკიდება. თუ კლუბი დარჩენას შესთავაზებს, დარჩება კიდეც", - განაცხადა ფეხბურთელის
აგენტმა მინო რაიოლამ.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული