სერია A. XXXIV ტურის შეჯამება: ტურინში სკუდეტოს სუნი დატრიალდა

AutoSharing Option
ქვემოთ სერია A-ს XXXIV ტურის სიმბოლურ ნაკრებზე, გმირზე, ციფრებსა და ფაქტებზე გვექნება საუბარი; ამასთან, ერთ ინფორმაციას გაგაცნობთ, რომელიც კახა კალაძის გუნდს, "ჯენოას" შეეხება. მოკლედ, ქვემოთ ყველაფერს წაიკითხავთ, რაც განვლილ ტურს და მის გარშემო მომხდარ ამბებს შეეხება...

მალეზანი დე კანიომ ჩაანაცვლა
მიმდინარე სეზონში "ჯენოას" კიდევ ერთხელ შეეცვალა მწვრთნელი და პრინციპში, ეს არც არის გასაკვირი, რადგან გენუური გუნდი საშინლად ასპარეზობს. თუ რა მოჰყვა ლიგურიელთა "სიენასთან" განადგურებას, ტურის მიმოხილვაში დეტალურად აღვწერეთ...

გულშემატკივრები წყობიდან გამოვიდნენ და თამაში დაახლოებით ნახევარი საათით იყო შეწყვეტილი. დაპირისპირება მოხდა
ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს შორის, რამაც თვით კლუბის პრეზიდენტი აიძულა, რომ მინდორზე ჩასულიყო.

დიდწილად, სწორედ ენრიკო პრეციოზიმ დაამშვიდა გაგიჟებული ტიფოზები და შედეგად, ფეხბურთელებს თამაშის ჩამთავრების საშუალება მიეცათ. არადა, "სტადიო მარასიზე" დენთის სუნი დატრიალდა და დიდი იყო შანსი, რაიმე უბედურება მომხდარიყო...

ასეთი მწარე მარცხის შემდეგ სრულიად ბუნებრივი გახლავთ, რომ კლუბის მესვეურებმა ალბერტო მალეზანი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს და მის ადგილზე ლუიჯი დე კანიო დანიშნეს.

54 წლის სპეციალისტი გენუურ გუნდში ადრეც მუშაობდა, თუმცა მხოლოდ ერთი სეზონი გაჩერდა და შემდეგ "სიენაში" გააგრძელა სამწვრთნელო კარიერა. ასევე, წვრთნიდა "სავოიას", "კარპის", "ლეკეზეს", "პესკარას", "უდინეზეს", "ნაპოლის", "რეჯინას", "ლეჩეს" და ინგლისური პრემიერლიგის გუნდს, "ქუინს პარკ რეინჯერსს".

მოკლედ, დე კანიო დიდი გამოცდილების მქონე მწვრთნელია, თუმცა იმას ვერ დავიჩემებთ, რომ ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწია.

"ჯენოაში" დე კანიოს კონკრეტული ამოცანა აქვს. მან გუნდის სერია A-ში დატოვება უნდა მოახერხოს და თუ მიზანს მიაღწევს, ალბათ, კონტრაქტის გახანგრძლივებასაც გამოჰკრავს ხელს. იმედია, დე კანიო კახა კალაძეს კარგი თვალით შეხედავს და ქართველ მცველს ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის პრობლემა არ შეექმნება.

ბოლოს ისიც ვთქვათ, რომ "ლეგა კალჩოს" სადისციპლინო კომიტეტმა "სტადიო მარასიზე" მომხდარი არეულობის საკითხი განიხილა და კლუბს სანქციები გამოუტანა - ამრიგად, "ჯენოა" სერია A-ს მიმდინარე გათამაშების ორ დარჩენილ საშინაო შეხვედრას ცარიელი ტრიბუნების ფონზე ჩაატარებს, რაც კიდევ უფრო რთულ ვითარებაში აყენებს გასავარდნ ზონასთან ერთი ფეხის ნაბიჯზე მყოფ გუნდს.

ტურის სიმბოლური ნაკრები
ჰანდანოვიჩი (უდინეზე) - მაჯო (ნაპოლი), ნასტასიჩი (ფიორენტინა), კერუბინი (ბოლონია), დე ჩელიე (იუვენტუსი) - გომესი (კატანია), ჯემაილი (ნაპოლი), ვიდალი (იუვენტუსი), ბრიენცა (სიენა) - ვუჩინიჩი (იუვენტუსი), კავანი (ნაპოლი).

უცნაური ამბავია, მაგრამ ფაქტია, რომ ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრილ ორ ფორვარდზე მხოლოდ ერთი გოლი მოდის... დიახ, ის ერთი ედინსონ კავანიმ "ნოვარას" გაუტანა და დიდი წვლილი შეიტანა "ნაპოლის" უმნიშვნელოვანეს გამარჯვებაში; აი, მირკო ვუჩინიჩმა "რომასთან" პაექრობაში საგოლე პასები არიგა და იმხელა ჯაფა გასწია, რომ ბევრ გოლეადორს შეშურდებოდა. მირკომ ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა მიმდინარე სეზონში და სრულიად დამსახურებულად მოხვდა რჩეულთა შორის.

სამაგიეროდ, ნახევარდაცვაში გვყავს გოლეადორები და მარტო არტურო ვიდალის ხსენება რად ღირს, რომელმაც "რომას" დუბლი შეუსრულა. ასევე, ორი გოლით გამოირჩა ბრიენცა, რომელმაც "სიენას" გენუურ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა - "კატანიას" მიერ "ატალანტას" ძლევას კი გომესის შედეგიანმა დარტყმამ დაუდო სათავე. მოკლედ, გასულ ტურში ფორვარდებზე უფრო მეტი გოლი შუახაზელებმა გაიტანეს. დანარჩენს კი თავადაც ხედავთ.

ტურის გმირი
"იუვენტუსი"-"რომას" პაექრობა ხეირიანად დაწყებულიც არ იყო, როდესაც არტურო ვიდალმა მეტოქეს ორი ბურთი გაუტანა და, ფაქტობრივად, გადაწყვიტა კიდეც მატჩის ბედი.

სამხრეთამერიკელმა შუახაზელმა ერთობ ეფექტური გოლები გაიტანა და კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ შორეული დარტყმების ნამდვილი ოსტატია. ვიდალის გოლებს ტურინელებმა კიდევ ორი დაუმატეს და შედეგად, "იუვენტუსის" ბრწყინვალე გამარჯვება მივიღეთ.

ნამატჩევს არტურო ყურადღების ცენტრში გახლდათ მოქცეული და კომენტარს კომენტარზე აკეთებდა, თუმცა ერთი ფრაზა ყველას განსაკუთრებულად დაამახსოვრდა - თუ რომელ ფრაზაზეა ლაპარაკი, ამას ქვემოთ შეიტყობთ...

ტურის ფრაზა
არტურო ვიდალი (იუვენტუსის ნახევარმცველი "რომასთან" გამარჯვების შემდეგ): "რაღაცის სუნი მცემს, მგონი, სკუდეტოსი".

გლობალური სტატისტიკა
საუკეთესო დასწრება:
XVIII ტური მილანი-ინტერი, 80 000 გულშემატკივარი.

ყველაზე დაბალი დასწრება:
XVII ტური კალიარი-ჯენოა, XVIII კიევო-პალერმო, XIX კალიარი-ფიორენტინა, XXII ლეჩე-ბოლონია, XXIII კალიარი-პალერმო, XXV კალიარი-ლეჩე, 6 000 გულშემატკივარი.

ყველაზე დიდი საშინაო გამარჯვება:
ნაპოლი-ჯენოა 6:1 (I ტური), ინტერი-პარმა 5:0 (XVII).

ყველაზე დიდი საგარეო გამარჯვება:
ფიორენტინა-იუვენტუსი 0:5 (XXVIII ტური).

ყველაზე უხვგოლიანი თამაში:
ნაპოლი-კალიარი 6:3 (XXVII), ინტერი-ჯენოა 5:4 (XXX).

სერიები
მოგება: იუვენტუსი - 6 თამაში
წაგება: კალიარი, ნოვარა - 2
წაუგებლად: იუვენტუსი - 33
მოუგებლად: ჩეზენა - 15

გუნდური სტატისტიკა
საუკეთესო თავდასხმა: 63 გოლი - მილანი; 58 - ნაპოლი; 57 - იუვენტუსი.
საუკეთესო დაცვა: 18 გაშვებული - იუვენტუსი; 27 - მილანი; 32 - უდინეზე.
უარესი თავდასხმა: 21 გოლი - ჩეზენა; 27 - ნოვარა; 30 - კიევო.
უარესი დაცვა: 62 გაშვებული - ჯენოა, 56 - ნოვარა; 51 - პალერმო.
ზუსტი გადაცემები: 17859 - იუვენტუსი; 17670 - მილანი; 17372 - რომა.
კარის მიმართულებით დარტყმები: 629 - იუვენტუსი; 519 - რომა; 518 - მილანი.
კარში დარტყმები: 224 - იუვენტუსი; 195 - მილანი; 168 - რომა.

ინდივიდუალური სტატისტიკა
ბომბარდირები
24 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 20 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე), ედინსონ კავანი (ნაპოლი), დიეგო მილიტო (ინტერი); 17 - როდრიგო პალასიო (ჯენოა); 15 - ხერმან დენისი (ატალანტა); 13 - მიროსლავ კლოზე (ლაციო), სტევან იოვეტიჩი (ფიორენტინა); 12 - ფაბრიციო მიკოლი (პალერმო).

ასისტენტები

12 - ფაბრიციო მიკოლი (პალერმო); 11 - ანდრეა პირლო (იუვენტუსი); 9 - პაბლო არმერო (უდინეზე); 7 - ანტონიო კასანო (მილანი), მირალემ პიანიჩი (რომა), მარეკ ჰამშიკი (ნაპოლი), რობინიო (მილანი), ხუან მანუელ ვარგასი (ფიორენტინა), სებასტიან ჯოვინკო (პარმა), სერჯო პელისიერი (კიევო).

ზუსტი პასები

2607 - ანდრეა პირლო (იუვენტუსი); 2062 - კრისტიან ლედესმა (ლაციო); 1890 - რიკარდო მონტოლივო (ფიორენტინა); 1821 - ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი); 1817 - ფრანჩესკო ლოდი (კატანია); 1793 - დანიელე დე როსი (რომა); 1708 - ლუკა ჩიგარინი (ატალანტა).

კარის მიმართულებით დარტყმები
137 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე); 116 - სებასტიან ჯოვინკო (პარმა); 113 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 109 - სტევან იოვეტიჩი (ფიორენტინა); 99 - ედინსონ კავანი (ნაპოლი); 94 - ფაბრიციო მიკოლი (პალერმო); 88 - ადრიან მუტუ (ჩეზენა), მირკო ვუჩინიჩი (რომა).

კარში დარტყმები
59 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე); 53 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 43 - ედინსონ კავანი (ნაპოლი); 40 - სტევან იოვეტიჩი (ფიორენტინა); 39 - სებასტიან ჯოვინკო (პარმა); 37 - ფაბრიციო მიკოლი (პალერმო); 34 - ხერმან დენისი (ატალანტა); 33 - მარკო რიგონი (ნოვარა), ადრიან მუტუ (ჩეზენა).

ჯარიმები
75 - ლუკა ჩიგარინი (ატალანტა), მატია დესტრო (სიენა); 74 - ვალონ ბერამი (ფიორენტინა), გაბი მუდინგაი (ბოლონია); 68 - პერპარიმ ჰეტემაი (კიევო); 66 - დანიელე კონტი (კალიარი); 65 - გილიერმო ჯაკომაცი (ლეჩე).

ციფრები და ფაქტები
მიმდინარე წლის თებერვლის შემდეგ "რომამ" მეოთხედ გაუშვა 4 გოლი ერთ შეხვედრაში;

"იუვენტუსმა" მიჯრით მე-6 მატჩი მოიგო. ასეთი შედეგი გუნდს ბოლოს 2005 წელს ჰქონდა;

მიმდინარე სეზონში კლაუდიო მარკიზიოს ანგარიშზე უკვე 8 გოლია, რაც მისივე რეკორდის ორჯერ გაუმჯობესებაა;

"ბოლონიამ" მიმდინარე სეზონში არც "იუვენტუსთან" წააგო და არც "მილანთან";

"მილანის" ნახევარმცველმა სალი მუნტარიმ მე-200 შეხვედრა ჩაატარა სერია A-ში;

"უდინეზეს" "კიევოსთან" გასვლითი მატჩი 2006 წლის ნოემბრის შემდეგ არ წაუგია;

"უდინეზეს" კიპერ სამირ ჰანდანოვიჩს სერია A-ში 34 პენალტი დაურტყეს და იქიდან 17-ჯერ გამარჯვებული სწორედ მეკარე გამოვიდა;

"კიევოს" ნახევარმცველმა ლუკა რიგონიმ მე-100 შეხვედრა ჩაატარა სერია A-ში;

"პარმამ" პირველად მოუგო "კალიარის" 2007 წლის აპრილის შემდეგ;

"კალიარის" ბოლო 5 გასვლითი მატჩი აქვს წაგებული;

"კატანიას" უკვე 46 ქულა აქვს, რაც კლუბის სარეკორდო მაჩვენებელია და თანაც, გასულ სეზონში დამყარებული;

პელიპე სეიმურმა "კატანიადან", ლუიჯი ჯორჯიმ "სიენადან" და ვინჩენცო რენელამ "ჩეზენადან" პირველი გოლები გაიტანეს სერია A-ში;

"ნაპოლიმ" 5-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა;

"ნაპოლის" თავდამსხმელმა ედინსონ კავანიმ მე-80 გოლი გაიტანა სერია A-ში;

"ფიორენტინას" "ინტერისთვის" 2008 წლის თებერვლის შემდეგ აღარ მოუგია;

"ჯენოას" მიმდინარე წლის 5 თებერვლის შემდეგ არ მოუგია;

"ლაციომ" 2012 წელს პირველი მატჩი დაასრულა ფრედ;

"ლაციოს" მთავარმა მწვრთნელმა ედუარდო რეიამ მე-200-ედ უთავკაცა გუნდს სერია A-ში;

"ლეჩეს" 6 ტურია, არ წაუგია;

"ჩეზენამ" ბოლო 5 მატჩი ფრედ დაასრულა;

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. იუვენტუსი 33 19 14 0 57-18 71
2. მილანი 33 20 8 5 63-27 68
3. ლაციო 33 16 7 10 49-41 55
4. უდინეზე 33 14 10 9 44-32 52
5. ნაპოლი 33 13 12 8 58-41 51
6. რომა 33 15 5 13 52-46 50
7. ინტერი 33 14 7 12 47-45 49
8. კატანია 33 11 13 9 44-43 46
9. კიევო 33 11 10 12 30-40 43
10. სიენა 33 11 9 13 41-35 42
11. პარმა 33 10 11 12 44-50 41
12. პალერმო 33 11 8 14 46-51 41
13. ბოლონია 33 10 11 12 34-39 41
14. ატალანტა 33 11 13 9 37-36 40
15. ფიორენტინა 33 9 11 13 32-38 38
16. კალიარი 33 9 11 13 33-42 38
17. ჯენოა 33 9 9 15 44-62 36
18. ლეჩე 33 8 11 14 38-49 35
19. ნოვარა 33 5 10 18 27-56 25
20. ჩეზენა 33 4 10 19 21-50 22

შენიშვნა: ატალანტა - 6 ქულა

მომდევნო ტური
24 აპრილი: კალიარი-კატანია (20.30), ატალანტა-კიევო (20.30)
25 აპრილი: ნოვარა-ლაციო (14.30), სიენა-ბოლონია (18.00), რომა-ფიორენტინა (18.00), უდინეზე-ინტერი (18.00), ლეჩე-ნაპოლი (18.00), პალერმო-პარმა (18.00), მილანი-ჯენოა (20.00), ჩეზენა-იუვენტუსი (20.00).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული