"მილანთან" 36 წლის მცველის კონტრაქტი სეზონის ბოლოს იწურება და მას ჯერჯერობით საკუთარი მომავალი არ დაუგეგმავს. ერთადერთი, ნესტამ კატეგორიულად "იუვენტუსში" გადასვლა უარყო.
რამდენიმე ვარიანტია: შესაძლოა, "როსონერის" ხელმძღვანელობამ ალესანდროს ახალი კონტრაქტი შესთავაზოს. მას აშშ-იდანაც აქვს წინადადებები, ექიმები კი საერთოდ კარიერის დასრულებას ურჩევენ.
იტალიური პრესა იუწყება, რომ "ლაციოს" პრეზიდენტი კლაუდიო ლოტიტო ნესტასთვის ერთწლიან კონტრაქტს ამზადებს, კარიერის დასრულების შემდეგ კი მას კლუბის ადმინისტრაციაში სამუშაოს შესთავაზებს.