რომის "ლაციოს" ალესანდრო ნესტას დაბრუნება სურს

AutoSharing Option
რომის "ლაციოში" იმედოვნებენ, რომ "მილანის" ვეტერანი მცველი ალესანდრო ნესტა კარიერის დასრულებას მშობლიურ კლუბში გადაწყვეტს.

"მილანთან" 36 წლის მცველის კონტრაქტი სეზონის ბოლოს იწურება და მას ჯერჯერობით საკუთარი მომავალი არ დაუგეგმავს. ერთადერთი, ნესტამ კატეგორიულად "იუვენტუსში" გადასვლა უარყო.

რამდენიმე ვარიანტია: შესაძლოა, "როსონერის" ხელმძღვანელობამ ალესანდროს ახალი კონტრაქტი შესთავაზოს. მას აშშ-იდანაც აქვს წინადადებები, ექიმები კი საერთოდ კარიერის დასრულებას ურჩევენ.

იტალიური პრესა იუწყება, რომ "ლაციოს" პრეზიდენტი კლაუდიო ლოტიტო ნესტასთვის ერთწლიან კონტრაქტს ამზადებს, კარიერის დასრულების შემდეგ კი მას კლუბის ადმინისტრაციაში სამუშაოს შესთავაზებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული