მასიმილიანო ალეგრი: 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ "მილანში" დავრჩები

AutoSharing Option
"მილანის" მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი დარწმუნებულია, რომ შემდეგ სეზონშიც თავის თანამდებობაზე დარჩება. მიუხედავად მუდმივი ხმებისა, რომ მისი მომავალი სკუდეტოს მოგებაზეა დამოკიდებული, თავად იტალიელი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს მილანური კლუბის მფლობელი სილვიო ბერლუსკონი და "შავწითლების" ვიცეპრეზდენტი ადრიანო გალიანი მის შემცვლელს ეძებენ.

ალეგრიმ ისიც აღნიშნა, რომ ანდრეა პირლოს ტურინის "იუვენტუსში" გაშვებას კვლავინდებურად სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევს. პირლო ტურინულ კლუბში შესანიშნავად თამაშობს, ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე კი მილანელები "ბებერ ქალბატონს" 3 ქულით ჩამორჩებნიან.

"მომავალ სეზონშიც "მილანის" მწვრთნელად დავრჩები. ამაში 100 პროცენტით დარწმუნებული
ვარ. ცოტა ხნის წინ ბერლუსკონიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩემი მუშაობით კმაყოფილია, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს საჯაროდ უნდა თქვას.

რაც შეეხება პირლოს, ის უდიდესი მოთამაშეა, მაგრამ მიღებულ გადაწყვეტილებას არ ვნანობთ. მას სამწლიანი კონტრაქტი სურდა, ხელმძღვანელობას კი ეს არ აწყობდა. ამას გარდა, მას ახალი გამოწვევა სჭირდებოდა. "მილანში" რომ დარჩენილიყო, შესაძლოა ისეთი ფანტასტიკური თამაში ვერ ეჩვენებინა, როგორსაც "იუვენტუსში" აჩვენებს", - განაცხადა ალეგრიმ.

მომზადებულია La Gazzetta dello Sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული