მასიმილიანო ალეგრის "მილანში" დარჩენის შემთხვევაში ფილიპ მექსესი გუნდიდან წავა

AutoSharing Option
"მილანის" ცენტრალურმა მცველმა ფილიპ მექსესმა განაცხადა, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელის, მასიმილიანო ალეგრის გეგმებში არ შედის.

ფეხბურთელმა "როსონერის" თავკაცს თავისი თამაშით იმედი გაუცრუა. აღსანიშნავია, რომ თუ ალეგრი მომავალ სეზონში "მილანის" მთავარ მწვრთნელად დარჩება, ფრანგს ტრანსფერზე დააყენებენ და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გაყიდიან.

30 წლის მექსესი "მილანში" 2011 წლიდან გამოდის. მანამდე ფრანგი შვიდი წლის განმავლობაში "რომას" ღირსებას იცავდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული