"ჩვენი ფიქრები მთლიანად ამ შეხვედრას უკავშირდება, რომელიც 2 მაისს გაიმართება. ეს "იუვენტუსისთვის" ცხოვრების მატჩი იქნება. "ნოვარასთან" შეხვედრაში ჩვენი ძალა წარმოვაჩინეთ. თითქოს რთული მატჩი უნდა ყოფილიყო, მაგრამ იოლად მოვიგეთ.
დაწყებული საქმე უნდა გავაგრძელოთ. სიამაყით და კმაყოფილებით გვავსებს ის ფაქტი, რომ "იუვენტუსი" მართლაც მაღალი კლასის ფეხბურთს აჩვენებს", - თქვა ტურინული კლუბის თავკაცმა.