ნახევარმცველთა შორის ჯამპიერო პინცი უნდა გამოვარჩიოთ, რომელმაც "ლაციოსთან" ძალიან კარგად ითამაშა და "უდინეზეს" გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო. მცველებიდან რჩეულთა რჩეული ნიკოლა ლეგროტალია, რომელმაც სიცილიურ დერბიში გოლით გამოიჩინა თავი. კარში კი ანდრეა კონსილი
ტურის სიმბოლური ნაკრები
კონსილი (ატალანტა) - სილვესტრი (პალერმო), ლეგროტალიე (კატანია), დომიცი (უდინეზე) - მარკინიო (რომა), ჯაკერინი (იუვენტუსი), პინცი (უდინეზე), დიამანტი (ბოლონია) - კასანო (მილანი), ვუჩინიჩი (იუვენტუსი), იბრაჰიმოვიჩი (მილანი).
ტურის გმირი
"სიენა"-"მილანის" თამაშის შემდეგ ჩეზარე პრანდელის უკვე თამამად შეუძლია, რომ ანტონიო კასანო ეროვნულ ნაკრებში დააბრუნოს და ევროპის ჩემპიონატზე წაიყვანოს. კასანომ ტოსკანელებს ერთი გოლი გაუტანა და ორი საგოლე პასიც მიითვალა აქტივში, რაც სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ტურის გმირი გამხდარიყო.
ნამატჩევს ანტონიო ძალიან გახარებული გახლდათ:
"ვგრძნობ, რომ ოპტიმალურ ფორმაში შევდივარ და ეს ძალიან მახარებს. ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურია დარჩენილი და ჯერ კიდევ არ დამიკარგავს იმედი, რომ სკუდეტო ჩვენ დაგვრჩება. ამასთან, წინ ევროპის ჩემპიონატია და დიდი იმედი მაქვს, რომ უკრაინა-პოლონეთში მეც ვითამაშებ".
ტურის ფრაზები
ანტონიო კონტე (იუვენტუსის მთავარი მწვრთნელი ნოვარასთან გამარჯვების შემდეგ): "ამას იქით, თითოეული დაპირისპირება ჩემი ცხოვრების მატჩია და მჯერა, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება".
ანდრეა სტრამაჩონი (ინტერის მთავარი მწვრთნელი ჩეზენასთან გამარჯვების შემდეგ): "დავრჩები თუ არა "ინტერში"? - არ ვიცი, ჩემი ხელფასის თაობაზე ერთდროულად თორმეტი აგენტი აწარმოებს მოლაპარაკებას და ვნახოთ, რა გამოვა".
გლობალური სტატისტიკა
საუკეთესო დასწრება:
XVIII ტური მილანი-ინტერი, 80 000 გულშემატკივარი.
ყველაზე დაბალი დასწრება:
XVII ტური კალიარი-ჯენოა, XVIII კიევო-პალერმო, XIX კალიარი-ფიორენტინა, XXII ლეჩე-ბოლონია, XXIII კალიარი-პალერმო, XXV კალიარი-ლეჩე, 6 000 გულშემატკივარი.
ყველაზე დიდი საშინაო გამარჯვება:
ნაპოლი-ჯენოა 6:1 (I ტური), ინტერი-პარმა 5:0 (XVII).
ყველაზე დიდი საგარეო გამარჯვება:
ფიორენტინა-იუვენტუსი 0:5 (XXVIII ტური).
ყველაზე უხვგოლიანი თამაში:
ნაპოლი-კალიარი 6:3 (XXVII), ინტერი-ჯენოა 5:4 (XXX).
სერიები
მოგება: იუვენტუსი - 8 თამაში
წაგება: ჯენოა - 3
წაუგებლად: იუვენტუსი - 35
მოუგებლად: ჩეზენა - 17
გუნდური სტატისტიკა
საუკეთესო თავდასხმა: 68 გოლი - მილანი; 62 - ნაპოლი, იუვენტუსი; 55 - რომა.
საუკეთესო დაცვა: 18 გაშვებული - იუვენტუსი; 28 - მილანი; 35 - უდინეზე.
უარესი თავდასხმა: 22 გოლი - ჩეზენა; 29 - ნოვარა; 30 - კიევო.
უარესი დაცვა: 66 გაშვებული - ჯენოა, 61 - ნოვარა; 54 - პალერმო.
ზუსტი გადაცემები: 19159 - იუვენტუსი; 19089 - მილანი; 18312 - რომა.
კარის მიმართულებით დარტყმები: 682 - იუვენტუსი; 559 - ინტერი; 558 - რომა.
კარში დარტყმები: 241 - იუვენტუსი; 204 - მილანი; 180 - რომა.
ინდივიდუალური სტატისტიკა
ბომბარდირები
26 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 22 - ედინსონ კავანი (ნაპოლი); 21 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე); 20 - დიეგო მილიტო (ინტერი); 18 - როდრიგო პალასიო (ჯენოა); 16 - ხერმან დენისი (ატალანტა); 14 - სტევან იოვეტიჩი (ფიორენტინა) 13 - მიროსლავ კლოზე (ლაციო), ფაბრიციო მიკოლი (პალერმო), სებასტიან ჯოვინკო (პარმა).
ასისტენტები
12 - ფაბრიციო მიკოლი (პალერმო), ანდრეა პირლო (იუვენტუსი); 10 - პაბლო არმერო (უდინეზე); 9 - ანტონიო კასანო (მილანი); 8 - რობინიო (მილანი), სებასტიან ჯოვინკო (პარმა), მირკო ვუჩინიჩი (იუვენტუსი), მარეკ ჰამშიკი (ნაპოლი); 7 - მირალემ პიანიჩი (რომა), ხუან მანუელ ვარგასი (ფიორენტინა), სერჯო პელისიერი (კიევო).
ზუსტი პასები
2946 - ანდრეა პირლო (იუვენტუსი); 2252 - კრისტიან ლედესმა (ლაციო); 2050 - ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი); 1996 - ფრანჩესკო ლოდი (კატანია); 1917 - დანიელე დე როსი (რომა); 1890 - რიკარდო მონტოლივო (ფიორენტინა); 1799 - არტურო ვიდალი (იუვენტუსი);
კარის მიმართულებით დარტყმები
149 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე); 128 - სებასტიან ჯოვინკო (პარმა); 126 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 122 - სტევან იოვეტიჩი (ფიორენტინა); 116 - ედინსონ კავანი (ნაპოლი); 102 - ფაბრიციო მიკოლი (პალერმო); 99 - მირკო ვუჩინიჩი (იუვენტუსი); 92 - ადრიან მუტუ (ჩეზენა).
კარში დარტყმები
64 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე); 59 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 49 - ედინსონ კავანი (ნაპოლი); 46 - სტევან იოვეტიჩი (ფიორენტინა); 43 - სებასტიან ჯოვინკო (პარმა); 40 - ფაბრიციო მიკოლი (პალერმო); 38 - ხერმან დენისი (ატალანტა); 35 - ადრიან მუტუ (ჩეზენა).
ჯარიმები
81 - მატია დესტრო (სიენა); 79 - გაბი მუდინგაი (ბოლონია); 78 - ლუკა ჩიგარინი (ატალანტა); 77 - ვალონ ბერამი (ფიორენტინა); 73 - ფილიპო პორკარი (ნოვარა); 72 - დანიელე კონტი (კალიარი); 71 - გონსალო ბერგესიო (კატანია).
ციფრები და ფაქტები
"იუვენტუსს" 35 თამაშია, არ წაუგია, რაც სერია A-ს ახალი რეკორდია;
"იუვენტუსს" ბოლო ხუთი გასვლითი მატჩია, არ წაუგია. ასეთი შედეგი გუნდს ბოლოს 1979 წელს ჰქონდა;
ზლატან იბრაჰიმოვიჩს მიმდინარე სეზონში 26 გოლი აქვს გატანილი, რაც მისი საუკეთესო მაჩვენებელია სერია A-ში;
"სიენასთან" მატჩი მასიმილიანო ალეგრისთვის მეასეა "მილანის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე;
ანტონიო დი ნატალემ მე-200 გოლი გაიტანა პროფესიულ კარიერაში;
"ლაციომ" მიჯრით ხუთი გასვლითი მატჩი წააგო. ასეთი შედეგი გუნდს ბოლოს 1995/96 წლების სეზონში ჰქონდა;
რობერტო პერეირამ "უდინეზედან", ჟოელ ობიმ "ინტერიდან", ნენად ტომოვიჩმა "ლეჩედან", პირველი გოლები გაიტანეს სერია A-ში;
ხუან კამილო ცუნიგამ მეასე მატჩი ჩაატარა "ნაპოლის" შემადგენლობაში და მეოთხე გოლი გაიტანა სერია A-ში;
"ინტერს" ბოლო 6 ტურია, არ წაუგია;
"ჩეზენას" 15 იანვრის შემდეგ არ მოუგია;
"პარმას" "ლეჩესთან" 1991 წლის მაისის შემდეგ არ წაუგია;
"პარმამ" მიჯრით 4 მატჩი მოიგო. ასეთი შედეგი გუნდს ბოლოს 2006 წელს ჰქონდა;
"კიევოს" 399 წუთია, გოლი არ გაუტანია;
"ბოლონიას" 5 თამაშია, არ წაუგია;
"ჯენოას" 5 თებერვლის შემდეგ არ წაუგია: 6 ფრე და 8 მარცხი
სერია A. XXXV ტური
კალიარი-კიევო 0:0
პალერმო-კატანია 1:1
გოლები: 0:1 ლეგროტალიე (25), 1:1 მიკოლი (47).
რომა-ნაპოლი 2:2
გოლები: მარკინიო (41), 1:1 ცუნიგა (49), 1:2 კავანი (68), 2:2 სიმპილისიო (88).
ბოლონია-ჯენოა 3:2
გოლები: 1:0 პორტანოვა (24), 2:0 რამირესი (38), 2:1 პალასიო (59), 3:1 გარიჩი (67), 3:2 ხორკერა (77).
ატალანტა-ფიორენტინა 2:0
გოლები: 1:0 დენისი (11), 2:0 ბონავენტურა (51).
ინტერი-ჩეზენა 2:1
გოლები: 0:1 ჩეკარელი (57), 1:1 ობი (59), 2:1 სარატე (72).
ლეჩე-პარმა 1:2
გოლები: 0:1 ჯოვინკო (67), 0:2 პალეტა (78), 1:2 ტომოვიჩი (83).
ნოვარა-იუვენტუსი 0:4
გოლები: 0:1 ვუჩინიჩი (16), 0:2 ბორიელო (40), 0:3 ვიდალი (50), 0:4 ვუჩინიჩი (64).
სიენა-მილანი 1:4
გოლები: 0:1 კასანო (26), 0:2 იბრაჰიმოვიჩი (29), 1:2 ბოგდანი (83), 1:3 ნოჩერინო (90), 1:4 იბრაჰიმოვიჩი (90).
უდინეზე-ლაციო 2:0
გოლები: 1:0 დი ნატალე (69), 2:0 პერეირა (90).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"