მაგალითად, თუ "მილანი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "იუვენტუსმა" "ლეჩეს" სძლია, მაშინ ტურინული გრანდი ჩემპიონი გახდება.
ანუ არ არის გამორიცხული, სკუდეტო უკვე ამავე ტურში გათამაშდეს და ესეც დამატებითი ინტრიგაა. ცალკე სალაპარაკო თემაა ჩემპიონთა ლიგის მესამე საგზურისთვის ბრძოლა, რომელიც ასევე გადამწყვეტ ფაზაშია შესული.
ქვემოთ ძალიან მოკლედ სწორედ სკუდეტოსა და ლიგის საგზურისთვის მებრძოლ გუნდებში არსებულ ვითარებას გავეცნოთ.
სკუდეტო
"მილანი", რა თქმა უნდა, სამი ქულის მოპოვებას შეეცდება.
"გაძეტა დელო სპორტის" ვერსიით, ის სათადარიგოთა სკამზე დარჩება; ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, შეტევის წინა ხაზზე ზლატან იბრაჰიმოვიჩს სტეფან ელ შაარავი შეუწყვილდება, მათ უკან კი კევინ პრინს ბოატენგი გაირჯება.
მასიმილიანო ალეგრის თქმით, "მილანს" ხშირად უფრო საშინაო თამაშებში უჭირს, რადგან მეტოქე გუნდები მთელი შემადგენლობით საკუთარ საჯარიმოში იკეტებიან და ამ დაცვითი რუბიკონების გადალახვა ურთულესი ხდება.
ამიტომ ალეგრი მძიმე ბრძოლის მოლოდინშია და არც ის ავიწყდება, რომ "ატალანტა" მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი აღმოჩენაა.
"იუვენტუსი" "ლეჩეს" მასპინძლობს, გუნდს, რომელიც სერია A-ში ადგილის შესანარჩუნებლად გააფთრებით იბრძვის. თუმცა "იუვეს" ეს ნაკლებად აღელვებს და ბუნებრივია, რომ ტურინელები მორიგი გამარჯვების მოლოდინში არიან. ანტონიო კონტეს თქმით, მისი სამწვრთნელო კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი დგას და მთავარია, რომ ასეთ ემოციურ მომენტში სიმშვიდე შეინარჩუნოს.
"იუვე", ალბათ, მირკო ვუჩინიჩისა და ფაბიო კვალიარელას ტანდემით შეუტევს, დანარჩენი კი უშუალოდ მოედანზე გამოჩნდება.
ჩემპიონთა ლიგა
საინტერესო მატჩი გაიმართება "ენიო ტარდინიზე", სადაც "პარმა" "ინტერს" უმასპინძლებს და შეეცდება, რომ ოთხმატჩიანი მოგებათა სერია გააგრძელოს. თუმცა მოტივაცია მილანელებს გაცილებით უფრო დიდი აქვთ, რადგან ანდრეა სტრამაჩონის გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის.
"ნერაძურის" ვალტერ სამუელი, ხავიერ ძანეტი და კრისტიან კივუ აკლია, რაც იმას ნიშნავს, რომ ლომბარდიელებს დაცვაში სერიოზული საკადრო პრობლემები აქვთ. სამაგიეროდ, სტრამაჩონის შეტევაში აქვს დიდი არჩევანი და ვნახოთ, ვისზე გააკეთებს აქცენტს...
ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის დაახლოებით თანაბარი შანსი აქვთ: ვესლი სნეიდერს, რიკი ალვარესს, მაურო სარატეს, დიეგო მილიტოს, დიეგო ფორლანს და ჯამპაოლო პაცინის.
პრაქტიკულად, განახევრებული "ლაციო" "სიენას" უმასპინძლებს - რომაელები ფავორიტებად ითვლებიან, მაგრამ თამამი პროგნოზების გაკეთებას მაინც ყველა ერიდება. ედუარდო რეიას გუნდი კრიზისშია და ეს "უდინეზესთან" პაექრობაშიც ნათლად გამოჩნდა. აი, "უდინეზემ" კი სწორედ "ლაციოსთან" დაძლია წარუმატებელი სერია და ამ ტურში "ჩეზენას" ესტუმრება.
მარიო ბერეტას გუნდს 17 თამაშია, არ მოუგია და უკვე სერია B-შია გავარდნილი, მაგრამ საფეხბურთო ექსპერტები მაინც ბრძოლის მოლოდინში არიან - ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უდინელებს ანტონიო დი ნატალე არ ეყოლებათ. მის გარეშე კი "უდინეზე" სულ სხვა გუნდია. ტოტომ ტრავმა მიიღო და სავარაუდოდ, მხოლოდ ერთი თამაშის გამოტოვება მოუწევს. დანარჩენი მოედნებზე გამოჩნდება და დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.
სერია A. XXXVI ტური
1 მაისი
კიევო-რომა 0:0
კიევო (4-3-3): სორენტინო - სარდო, ცეზარი, იოკიჩი, აჩერბი - ბრედლი (77. ვაჩეკი), რიგონი, ჰეტემაი - კრუსადო (83. სამარკო), პელისიერი, პალოსკი (71. ურიბე).
რომა (4-3-3): კურჩი - ტადეი, კიაერი (68. პეროტა), ჰაინცე, ანხელი - გაგო, დე როსი, მარკინიო (80. სიმპილისიო) - ტოტი, ბოიანი (46. ტალო), ბორინი.
გაფრთხილება: სარდო, რიგონი, ჰეტემაი, ურიბე - ანხელი, გაგო, ტოტი.
კუთხური: 2-4; ჯარიმა: 10-17; თამაშგარე: 10-2; კარში დარტყმა: 6(2)-11(4); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 14 000
ნაპოლი-პალერმო 2:0
ნაპოლი (3-4-2-1): დე სანკტისი - ფერნანდესი (84. ბრიტოსი), კანავარო, არონიკა - მაჯო, ინლერი, გარგანო, ცუნიგა - ჰამშიკი (81. დოსენა), პანდევი (76. ლავეცი) - კავანი.
პალერმო (3-4-2-1): ვივიანო - მილანოვიჩი (63. ზაჰავი), მუნიოსი, ლაბრინი - ბარეტო, მილიაჩო, დონატი, ბერტოლო (70. აგუირეგარაი), პიზანო - მიკოლი, ილიჩიჩი (50. მეჰმეთი).
გოლები: 1:0 კავანი (16-პენ.), 2:0 ჰამშიკი (35).
გაფრთხილება: ფერნანდესი, მაჯო - ლაბრინი.
კუთხური: 3-5; ჯარიმა: 14-16; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 8(2)-9(4); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 49 000
2 მაისი
მილანი-ატალანტა 22.45
ტრავმა: რომა, ინძაგი, პატო - ბრიგი, მარილინგო, კაპელი.
კატანია-ბოლონია 22.45
დისკვალიფიკაცია: ბარიენტოსი (კატანია).
ტრავმა: კაპუანო, სუაზო, პოტენცა, ლიამა - ხიმენესი, პერესი, პულცეტი, ჟილე, კაზარინი, კრხინი.
ჩეზენა-უდინეზე 22.45
დისკვალიფიკაცია: სანტანა - ბენეტია.
ტრავმა: დელ ნერო, კომოტო, კოლუჩი, ლაურო, პუდილი, მარტინიო, კალდერონი, მარტინესი - დი ნატალე, ბადუ, ფერონეტი, ისლა.
ფიორენტინა-ნოვარა 22.45
ტრავმა: ბერამი, მონტოლივო, გამბერინი, კროლდრუპი, ამაური, ვარგასი - მასკარა, ლუდი, მარიანინი, უიკანი.
ჯენოა-კალიარი 22.45
ტრავმა: ანტონელი, კონსტანტი, კაკაძე, ბოვო - ერიკსონი, დესენა, რუი სამპაიო, ელ ქაბირი.
იუვენტუსი-ლეჩე 22.45
დისკვალიფიკაცია: ესპოზიტო (ლეჩე).
ტრავმა: პეპე - ჟულიო სერჟიო, კორვია.
ლაციო-სიენა 22.45
დისკვალიფიკაცია: მარკეტი, დიასი (ლაციო).
ტრავმა: მათუზალემი, ერნანესი, რადუ, ლულიჩი, კლოზე, სტანკევიჩუსი, ბროკი, მაკინვა.
პარმა-ინტერი 22.45
დისკვალიფიკაცია: გობი (პარმა).
ტრავმა: ძაკარდო, მარიგა, მირანტე - კასტაინოსი, სამუელი, ძანეტი, კივუ.
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. იუვენტუსი 35 21 14 0 62-18 77
2. მილანი 35 22 8 5 68-28 74
3. ნაპოლი 36 15 13 8 64-43 58
4. უდინეზე 35 15 10 10 47-35 55
5. ინტერი 35 16 7 12 52-47 55
6. ლაციო 35 16 7 12 50-45 55
7. რომა 36 15 7 14 55-50 52
8. პარმა 35 12 11 12 48-52 47
9. კატანია 35 11 14 10 45-47 47
10. ატალანტა 35 13 13 9 40-36 46
11. ბოლონია 35 11 12 12 38-42 45
12. კიევო 36 11 12 13 30-41 45
13. სიენა 35 11 10 14 43-40 43
14. კალიარი 35 10 12 13 36-42 42
15. პალერმო 36 11 9 16 48-56 42
16. ფიორენტინა 35 10 11 14 34-41 41
17. ჯენოა 35 9 9 17 46-66 36
18. ლეჩე 35 8 11 16 39-53 35
19. ნოვარა 35 6 10 19 29-61 28
20. ჩეზენა 35 4 10 21 22-53 22
შენიშვნა: ატალანტა -6 ქულა
ბომბარდირები
26 - იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 23 - კავანი (ნაპოლი); 21 - დი ნატალე (უდინეზე); 20 - მილიტო (ინტერი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"