სერია A. XXXVI ტური: სკუდეტოს ინტრიგა დაუბრუნდა

AutoSharing Option
2 მაისს მოხდა ის, რასაც ცოტა თუ მოელოდა - "იუვენტუსმა" საკუთარ მოედანზე "ლეჩესთან" დაკარგა ქულები და "მილანს" სკუდეტოს მოპოვების შანსი დაუბრუნა.

მართალია, შანსი ლომბარდიელებს აქამდეც ჰქონდათ, მაგრამ უფრო თეორიული. ახლა კი თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაფერი წინაა.

"იუვე" კლაუდიო მარკიზიოს ნაადრევი გოლით უგებდა ჩემპიონატის ერთ-ერთ აუტსაიდერს, თუმცა თამაშის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე გამათანაბრებელი გოლი გაუშვა და თანაც, კაცნაკლული მეტოქისგან.

ბერტოლაჩიმ პატარა სასწაული მოახდინა - უზუსტესად დაარტყა და არა მარტო "ლეჩეს", "მილანის" გულშემატკივრებიც გაახარა.

რაც შეეხება თვითონ "მილანს", მასიმილიანო ალეგრის შეგირდებმა
"ატალანტას" ორი უპასუხო გოლი გაუტანეს, რომელთაგან პირველი სალი მუნტარის, ხოლო მეორე რობინიოს ანგარიშზეა.

XXXVI ტური 1 მაისს გამართული ორი მატჩით გაიხსნა და ორივემ საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია. ვერონაში "რომა" ჩავიდა და "კიევოსთან" ნულოვანი ფრე ითამაშა. ეს შეხვედრა უკანასკნელი იმედი გახლდათ დედაქალაქელთათვის, რომ სამეულში შეეღწიათ. ახლა კი უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომდევნო სეზონში "ჯალოროსი" ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ითამაშებს.

თამაში სტუმართა უპირატესობით წარიმართა, თუმცა არა იმდენად, რომ ფატალურ უიღბლობაზე ვისაუბროთ - ყველაზე უფრო ლოგიკური შედეგი ფრე იყო და შეხვედრა ასეც დასრულდა.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ვერონაში კოკისპირულად წვიმდა და მატჩიც მძიმე მეტეოროლოგიურ პირობებში წარიმართა. ფეხბურთელებს უჭირდათ გააზრებული კომბინაციების გათამაშება და შესაბამისად, სახიფათო მომენტების შექმნა.

მოკლედ, სველ ვერონაში მშრალი ფრე დაფიქსირდა და ამ შედეგით უფრო მასპინძლებმა გაიხარეს.

ნამატჩევს ლუის ენრიკე უხასიათოდ იყო და შემდეგი განაცხადა:

"ასეთ ამინდში რთული იყო საუკეთესო თამაშის ჩვენება და შედეგად, მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. შეგირდების მიმართ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, რადგან რაც შეეძლოთ, ყველაფერი გააკეთეს. გუნდს შედეგი არ აქვს და მეც მშვიდად ვიღებ კრიტიკას - სხვაგვარად არც შეიძლება იყოს, რადგან გულშემატკივრები "რომასგან" მხოლოდ გამარჯვებებს ითხოვენ. ნებისმიერ შემთხვევაში, მშვიდად განვაგრძობ მუშაობას და მჯერა, რომ ყველაფერი მალე გამოსწორდება".

ამასობაში უკვე აქტიურად ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ "რომას" მესვეურებმა ანდრე ვილაშ-ბოაშთან, პრაქტიკულად, მიაღწიეს შეთანხმებას და მომდევნო სეზონიდან დედაქალაქურ გუნდს პორტუგალიელი სპეციალისტი გაწვრთნის.

ჯერჯერობით მხარეები ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ, მაგრამ კვამლი რომ უცეცხლოდ არ ჩნდება, ესეც ფაქტია.

ძალიან საინტერესო მატჩი გაიმართა ნეაპოლში, სადაც "ნაპოლიმ" "პალერმოს" უმასპინძლა და როგორც მოსალოდნელი იყო, მეტოქე განსაკუთრებული პრობლემების გარეშე დაამარცხა.

პირველი გოლი ედინსონ კავანიმ თერთმეტმეტრიანი დარტყმით სტარტზევე გაიტანა. ტაიმის შუაწელს კი მარეკ ჰამშიკმა კიდევ ერთი შეუგდო სიცილიელებს და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, 2:0.

ვალტერ მაცარის შეგირდებს კიდევ არაერთხელ შეეძლოთ გატანა, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში სცოდავდნენ.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ მეორე ნახევარში მოედანზე ესეკილ ლავეცი ვიხილეთ, რომელსაც ტრავმის გამო საკმაოდ დიდი დრო გაუცდა.

მოკლედ, "ნაპოლის" ლიდერი დაუბრუნდა და თანაც, ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში.

მატჩის შემდეგ ვალტერ მაცარიმ, პირველ რიგში, გულშემატკივრებს გადაუხადა მადლობა:

"მთელი მატჩის განმავლობაში ტიფოზები გაუჩერებლად გვგულშემატკივრობდნენ, რამაც დიდი ძალა შეგვმატა. შედეგად, უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოვიპოვეთ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის საგზურს დაგვაახლოვა.

დარჩენილ ორ თამაშშიც აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ, რადგან კონკურენტებსაც არ სძინავთ. მაგალითად, "ლაციო" ურთიერთშეხვედრებში გვჯობია და თუ ერთნაირი ქულები დავაგროვეთ - უპირატესობა რომაელებს მიენიჭებათ. ამიტომ ჩვენ წაფორხილების უფლება არ გვაქვს და მაქსიმალური მობილიზება გვმართებს.

ჩემპიონთა ლიგაში თამაში ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება და იმის რწმენას გაგვიღრმავებს, რომ სწორი კურსით მივდივართ. შემდეგი მატჩი "ბოლონიასთან" გველის და პირადად მე უკვე მომდევნო პაექრობაზე ვარ გადართული".


ნეაპოლელთათვის კიდევ ერთი სასიამოვნო ამბავი, უდავოდ, ესეკილ ლავეცის დაბრუნებაა - არგენტინელი მეორე ნახევარში გამოჩნდა მინდორზე და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ბუნებრივია, რომ პრესისთვის კომენტარის გაკეთება მასაც მოუწია:

"წარმოდგენა არ მაქვს, როგორ უძლებენ 6-თვიან ტრავმებს. სულ ორიოდე კვირა გამოვტოვე და ჭკუიდან გადავედი.

უბედნიერესი ვარ, რომ მოედანს დავუბრუნდი და კვლავ შემიძლია ფეხბურთის თამაში. მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ და გავიმყარეთ პოზიციები, თუმცა გადამწყვეტი ბრძოლები ჯერ კიდევ წინ გველის.

რას ვაპირებ ზაფხულში? - რა დროს ზაფხულია, ჯერჯერობით მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის საგზურზე ვფიქრობ და მჯერა, რომ მესამე ადგილი ჩვენ დაგვრჩება".

იტალია. სერია A. XXXVI ტური
კიევო-რომა 0:0

ნაპოლი-პალერმო 2:0
გოლები: 1:0 კავანი (16-პენ.), 2:0 ჰამშიკი (35).

მილანი-ატალანტა 2:0
მილანი (4-3-1-2): აბიატი - დე შილიო, ნესტა, მექსე, ანტონინი - ნოჩერინო, მუნტარი, ამბროზინი (77. გატუზო) - ბოატენგი (73. ფლამინი) - კასანო (68. რობინიო), იბრაჰიმოვიჩი.
ატალანტა (4-4-2): კონსილი - ფერი (53. სკელოტო), სტენდარდო, ლუკინი, პელუზო - კაცოლა, რაიმონდი, ჩიგარინი, ბონავენტურა (61. მორალესი) - ტირიბოკი (77. კაროცა), დენისი.
გოლები: 1:0 მუნტარი (9), 2:0 რობინიო (90).
კუთხური: 3-2; ჯარიმა: 5-12; თამაშგარე: 2-6; კარში დარტყმა: 15(9)-6(2); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 45 000

კატანია-ბოლონია 0:1
კატანია (4-4-2): კარიცო - სპოლი, ბელუში (67. მოტა), ლეგროტალიე, მარკეზე - ალმირონი (87. სეიმური), ისკო, ლოდი, რიკიუტი - გომესი, ბერგესიო.
ბოლონია (3-4-2-1): ალიარდი - გარიჩი, პორტანოვა, ანტონსონი - კონე (76. მორლეო), რუბინი, მუდინგაი, ტაიდერი - რამირესი, ბელფოდილი - აკვაფრესკა (86. დი ვაიო).
გოლი: 0:1 რამირესი (79).
გაფრთხილება: სპოლი - პორტანოვა, კონე, რამირესი.
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 15-17; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 8(4)-8(3); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 16 000

ჩეზენა-უდინეზე 0:1
ჩეზენა (4-4-2): რავალია - მორასი, ჩეკარელი (77. პილიპი), ბენალოუანე, ფონ ბერგენი - არიგონი (90. ურსო), გუანა, დოკოვიჩი, მარტინიო - მუტუ (46. მალონგა), რენელა.
უდინეზე (3-5-1-1): ჰანდანოვიჩი - კოდა, დანილო, დომიცი - ბასტა, პერეირა, ასამოა, პინცი, პასკუალე - ფაბრინი (72. ფერნანდესი) - დი ნატალე (79. ფლორო ფლორესი).
გოლი: 0:1 ფაბრინი (4).
გაფრთხილება: ფონ ბერგენი, გუანა - დომიცი.
კუთხური: 0-4; ჯარიმა: 10-25; თამაშგარე: 2-7; კარში დარტყმა: 7(1)-10(3); ბურთის ფლობა: 36%-64%.
მაყურებელი: 11 000

ფიორენტინა-ნოვარა 2:2
ფიორენტინა (3-5-2): ბორუცი - ნასტასიჩი, ნატალი, კამპორეზე - პასკუალი, კასანი, სალიფუ, მონტოლივო, ლაძარი (51. მარკიონი) - ლიაიჩი (77. ოლივერა), ჩერჩი.
ნოვარა (5-3-2): კოზერი - მორგანელა, ლიზუძო, ჩენტურიონი, გარსია - რადოვანოვიჩი (59. პეშე), ჯემიტი, პორკარი, რიგონი - რუბინო (75. მორიმოტო), ჯედა (88. პაჩი).
გოლები: 0:1 ჯედა (14), 0:2 რიგონი (30-პენ.), 1:2 მონტოლივო (48-პენ.), 2:2 მონტოლივო (71).
გაფრთხილება: კამპორეზე, ლაძარი, პასკუალი, ოლივერა - მორგანელა, გარსია, ჯემიტი, ჯედა.
კუთხური: 8-2; ჯარიმა: 19-20; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 12(5)-6(2); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 18 000

ჯენოა-კალიარი 2:1
ჯენოა (4-4-2): ფრეი - როსი, გრანკვისტი, ალჰასანი (63. იანკოვიჩი), მორეტი - მესტო, კუჩკა, ბიონდინი, სკული (79. ბირსა) - ჯილარდინო, პალასიო (88. ველოზო).
კალიარი (4-3-1-2): აგაცი - პერიკო, ასტორი, არიაუდო, აგოსტინი - კონტი, ეკდალი, ნაინგოლანი - კოსუ (82. ლარივეი) - პინილია (68. ნენე), იბარბო (72. იბარბო).
გოლები: 1:0 პალასიო (12), 1:1 არიაუდო (13), 2:1 იანკოვიჩი (76).
გაფრთხილება: ველოზო (ჯენოა).
კუთხური: 7-4; ჯარიმა: 14-14; თამაშგარე: 5-0; კარში დარტყმა: 6(3)-11(3); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 0

იუვენტუსი-ლეჩე 1:1
იუვენტუსი (3-5-3): ბუფონი - ბონუჩი, ბარცალი, კიელინი - ლიხტშტაინერი, მარკიზიო, პირლო, ვიდალი, დე ჩელიე (7. კასერესი) - ვუჩინიჩი (78. დელ პიერო), კვალიარელა (73. მატრი).
ლეჩე (3-5-2): ბენასი - კაროციერი, მილიონიკო, ტომოვიჩი - კუადრადო, ობოდო (71. ბერტოლაჩი), ბრივიო, ბლაზი, დელვეკიო - სეფეროვიჩი (51. მურიელი), დი მიკელე (61. ჯაკომაცი).
გოლები: 1:0 მარკიზიო (8), 1:1 ბერტოლაჩი (85).
გაფრთხილება: ბონუჩი - კაროციერი, ობოდო, დელვეკიო, მურიელი.
გაძევება: კუადრადო (54. ლეჩე).
კუთხური: 5-2; ჯარიმა: 12-15; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 12(7)-2(1); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 40 000

ლაციო-სიენა 1:1
ლაციო (4-3-2-1): ბიძარი - სკალონი, დიაკიტე, ბიავა (84. ალფარო), გარიდო - კონკო, ლედესმა, გინსალესი - კანდრევა, მაური - როკი (37. კოზაკი).
სიენა (4-4-2): პეგოლო - ბელმონტე (78. დელ გროსო), პეზოლი (46. როსეტინი), კონტინი, როსი - მანინი (67. სესტუ), ბოლცონი, ვერგასოლა, დაგოსტინო - დესტრო, ბრიენცა.
გოლები: 0:1 დესტრო (26), 1:1 ლედესმა (62-პენ.).
გაფრთხილება: ბიავა, ლედესმა - როსი, ბოლცონი.
კუთხური: 10-3; ჯარიმა: 12-11; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 22(8)-5(2); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 35 000

პარმა-ინტერი 3:1
პარმა (3-5-2): პავარინი - ძაკარდო, პალეტა, ლუკარელი - ჯონათანი, ვალდესი, ვალიანი (78. სანტაკროჩე), გალოპა, ბიაბიანი - ჯოვინკო, მარკესი (65. ოკაკა).
ინტერი (4-3-2-1): ჟულიო სეზარი - მაიკონი, ლუსიო, სამუელი, ნაგატომო (46. ფარაონი) - სტანკოვიჩი (60. სარატე), კამბიასო, ობი - ალვარესი (72. პაცინი), სნეიდერი - მილიტო.
გოლები: 0:1 სნეიდერი (13), 1:1 მარკესი (53), 2:1 ჯოვინკო (55), 3:1 ბიაბიანი (83).
გაფრთხილება: ვალდესი, გალოპა, მარკესი - მაიკონი, ობი.
კუთხური: 6-7; ჯარიმა: 9-11; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 17(4)-8(4); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 20 000

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. იუვენტუსი 36 21 15 0 63-19 78
2. მილანი 36 23 8 5 70-28 77
3. ნაპოლი 36 15 13 8 64-43 58
4. უდინეზე 36 16 10 10 48-35 58
5. ლაციო 36 16 8 12 51-46 56
6. ინტერი 36 16 7 13 53-50 55
7. რომა 36 15 7 14 55-50 52
8. პარმა 36 13 11 12 51-53 50
9. ბოლონია 36 12 12 12 39-42 48
10. კატანია 36 11 14 11 45-48 47
11. ატალანტა 36 13 13 10 40-38 46
12. კიევო 36 11 12 13 30-41 45
13. სიენა 36 11 11 14 44-41 44
14. კალიარი 36 10 12 14 37-44 42
15. ფიორენტინა 36 10 12 14 36-43 42
16. პალერმო 36 11 9 16 48-56 42
17. ჯენოა 36 10 9 17 48-67 39
18. ლეჩე 36 8 12 16 40-54 36
19. ნოვარა 36 6 11 19 31-63 29
20. ჩეზენა 36 4 10 22 22-54 22

შენიშვნა: ატალანტა - 6 ქულა

ბომბარდირები
26 - იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 23 - კავანი (ნაპოლი); 21 - დი ნატალე (უდინეზე); 20 - მილიტო (ინტერი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული