ანტონიო კონტე: ტურინის ”იუვენტუსმა” თავისი ბონუსი დაკარგა

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე "ლეჩესთან" (1:1) საშინაო ფრეს შემდეგ იმედგაცრუებული იყო იმ ფაქტით, რომ "მილანმა" ტურინულ კლუბთან ჩამორჩენა ისევ ერთ ქულამდე შეამცირა.

"ეს ფეხბურთია. რა თქმა უნდა, ვწუხვართ, რომ სკუდეტოსკენ გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმის შანსი ვერ გამოვიყენეთ. თუ ბოლო ორ თამაშში გავიმარჯვებთ, ტიტულს მოვიპოვებთ. სხვა შემთხვევაში მას სხვა გუნდი დაიმსახურებს.

ჩვენი ბონუსი დავკარგეთ და ახლა იძულებულნი ვართ, დარჩენილ ტურებში გავიმარჯვოთ.

თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რას მივაღწიეთ მიმდინარე სეზონში. უკვე 36 ტურია, არ ვაგებთ და საკუთარი შანსი ხელიდან არ უნდა
გავუშვათ, თუ გვინდა, ოცნება რეალობად ვაქციოთ",
- აღნიშნა კონტემ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული