მასიმილიანო ალეგრი: სკუდეტო ისევ ტურინის ”იუვენტუსის” ხელშია, მაგრამ...

AutoSharing Option
"მილანის" მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი არა მხოლოდ თავისი გუნდის "ატალანტასთან" (2:0) გამარჯვებამ გაახარა, არამედ "ლეჩესთან" შეხვედრაში ტურინის "იუვენტუსის" ფრემაც.

"ხუთი წუთის წინ სკუდეტო, პრაქტიკულად, გაფორმებული იყო, მაგრამ ახლა, თუ კარგად ვითამაშებთ, "იუვენტუსი" კი შეცდომას დაუშვებს, მათ დაწევას შევძლებთ. სკუდეტო ჯერ კიდევ ტურინელთა ხელშია, მაგრამ ჩვენ საკუთარი თავის გვჯერა და ყოველთვის გვჯეროდა. რთული იყო იმის გათვალისწინება, რომ "იუვე" "ლეჩესთან" შეხვედრაში ქულებს დაკარგავდა, თუმცა ფეხბურთი ასეთია!

ახლა ყველაფერი მილანურ დერბიზე იქნება დამოკიდებული. შესანიშნავია, რომ ჩვენი ბედი სწორედ "ინტერთან" მატჩში შეიძლება გადაწყდეს. ამ
შეხვედრაში ჩვენი მოთამაშეები ორმაგად მოტივირებულები იქნებიან", - აღნიშნა ალეგრიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული