სალი მუნტარი: ვლოცულობ, რომ ტურინელებს ფეხი დაუცდეთ

AutoSharing Option
"მილანის" ფეხბურთელს სალი მუნტარის იმედი აქვს, რომ მისი გუნდი სკუდეტოს მოპოვებას შეძლებს.

"ძალიან ძნელია ისე თამაში, როცა შენზე არაფერია დამოკიდებული და უნდა ელოდო, რას იზამს "იუვენტუსი".

თუმცა გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა - "ატალანტასთან" (2:0) სამი ქულა ავიღეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ძლიერი გუნდი გვყავს, რომელიც ჩემპიონობის ღირსია. წინ კიდევ ორი შეხვედრაა და ვლოცულობ, რომ ტურინელებს ფეხი დაუცდეთ. მაშინ მათ გასწრებას შევძლებთ", - თქვა მუნტარიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული