მასიმო მორატი: შეგვიძლია "მილანს" ან ტურინის "იუვენტუსს" სამსახური გავუწიოთ

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ განაცხადა, რომ "ნერაძური" სკუდეტოსთვის "იუვენტუსისა" და "მილანის" ბრძოლაში ჩაერევა.

"ასე გამოვიდა, რომ მიმდინარე სეზონში სამსახური შეგვიძლია ან "მილანს" გავუწიოთ, ან "იუვენტუსს". რომელი ავირჩიოთ? არცკი ვიცი, ჩემთვის განსხვავება არ არსებობს.

"ინტერისთვის" ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა დასრულდა თუ არა? რთული სათქმელია, ეს ჩემპიონატი ძალიან ძნელად პროგნოზირებადია. თუმცა ჩვენი ბოლო შედეგი ამ საქმეში ნამდვილად ვერ დაგვეხმარება.

"პარმასთან" (1:3) მატჩი არცთუ ცუდად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ ზედმეტად ბევრი შეცდომა დავუშვით. ახლა მილანური დერბი გველის, რომელიც უნიკალური დაპირისპირებაა", - განაცხადა მორატიმ.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
ინტერის ფანებს იუვე უფრო არ ეხატებათ გულზე ვიდრე მილანი... ამიტომ ჯობია ამაზე დაფიქრდე ბატონო მორატი
dato
21:53 03-05-2012
0
იუვემ დარჩენილი 2 თამაში მოიგოს კალიარისთან და ატალანტასთან და ერთი რას ჩაერევა მილანი მაინტერესებს რაა!!! ჩავარდნილ სეზონში ცდილობს ინტერს წლევანდელ სერია ა-ში რაღაც მნიშვნელობა მიანიჭოს! სირცხვილია მორატი და შენი და შენი ჟღვლინტერის არ მჯერა და არც იმედი მაქვს! მე იუვეს იმედი მაქვს რომ მოიგებს ორივე თამაშს!!! ფორცა იუვე!!!!!!!!
goga
11:35 04-05-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული