ბეპე მაროტა: ტურინის "იუვენტუსი" იტალიის ჩემპიონი ოცდამეათედ გახდა

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ 6 მაისს ტურინელებმა იტალიის ჩემპიონის ტიტული 28-ედ მოიპოვეს, "ზებრების" გენერალური დირექტორი ბეპე მაროტა სხვაგვარად მიიჩნევს.

"ეს "იუვენტუსისთვის" ოცდამეათე სკუდეტოა. შამპანურის ბოთლებზე ციფრი 30 გვიწერია, რადგან იტალიის ჩემპიონები ოცდამეათედ გავხდით", - "მკვლელი" არგუმენტი მოიყვანა მაროტამ.

"ჩვენმა კლუბმა დიდი სამუშაო გასწია. ამ გამარჯვებას სრულიად ვიმსახურებდით. ჩვენი მთავარი გმირი ანტონიო კონტეა. მასთან ერთად შედეგს უფრო ადრე მივაღწიეთ, ვიდრე ველოდით", - დასძინა მაროტამ.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
ნუ სტატიის ავტორი რა ობიექტურია რა.. "მკვლელი" არგუმნეტი ხო? გილოცავ ბიანკონერებო, ეს ერთი და სხვა მრავალი... 30-ე სკუდეტოა აბა რა, უბრალოდ შურიანები არ აღიარებენ:)
banconera
16:41 07-05-2012
0
"მკვლელი" არგუმენტიო:) ნუ ავტორ და დაბოღმილი ხარ რა:) 30-ე სკუდეტოა აბა რა, უბრალიდ შურიანები არ აღიარებენ:) გილოცავთ ბიანკონერებო;* მალე იტალიის თასიც მომელოცოს:)
bianconera
16:43 07-05-2012
0

სიახლეები პოპულარული