მასიმილიანო ალეგრი: ალეშანდრო პატოს ჯერ კიდევ შეუძლია, მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე გახდეს

AutoSharing Option
"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ აზრი გამოთქვა, რომ გუნდის თავდამსხმელი ალეშანდრო პატო შესაძლოა მომავალში მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე გახდეს.

22 წლის ბრაზილიელმა მიმდინარე სეზონში მატჩების უმრავლესობა ტრავმების გამო გამოტოვა. ის მოედანზე 16-ჯერ გამოვიდა და 3 გოლი გაიტანა.

"პატო "მილანისთვის" ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. სამწუხაროდ, მიმდინარე სეზონში ცოტა ითამაშა. თუმცა ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, მისი ნიჭით კი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად გახდომა სრულიად შესაძლებელია", - თქვა ალეგრიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული