"მილანი" მადრიდის "რეალს" და ლონდონის "ჩელსის" შეხვდება

AutoSharing Option
"მილანი" მომავალი სეზონისთვის მზადების ფარგლებში აშშ-ის ტურნეში გაემგზავრება, სადაც რამდენიმე ამხანაგურ მატჩს გამართავს.

28 ივლისს მასიმილიანო ალეგრის გუნდი მაიამიში ლონდონის "ჩელსის" დაუპირისპირდება, ხოლო 9 ივლისს "როსონერი" ნიუ იორკში ესპანეთის ჩემპიონთან, მადრიდის "რეალთან" გამართავს შეხვედრას. "მილანის" დანარჩენი მეტოქეები ოდნავ გვიან გაირკვევა.

შეგახსენებთ, რომ ლონდონის "ჩელსი" ჩრდილოეთ ამერიკის ტურნეს დროს პსჟ-სთან გამართავს მატჩს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული