ლუჩანო მოჯი: მესამე ვარსკვლავს მასიმო მორატის შუბლზე მივაჭედებდი

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ყოფილმა ხელმძღვანელმა ლუჩანო მოჯიმ აზრი გამოთქვა, რომ ტურინულ კლუბს მესამე ვარსკვლავი ეკუთვნის.

შეგახსენებთ, რომ საფეხბურთო მაისურზე ვარსკვლავი იტალიაში 10 მოპოვებულ სკუდეტოს აღნიშნავს.

"იუვენტუსი" თავს 30 სკუდეტოს სრულფასოვან მფლობელად მიიჩნევს. 2006 წელს გუნდს ჩემპიონის ორი ტიტული ჩამოართვეს და ასევე, სერია B-ში დააქვეითეს.

"რა თქმა უნდა, "იუვენტუსმა" ფორმაზე მესამე ვარსკვლავი უნდა განათავსოს. ეს რომ ჩემზე იყოს დამოკიდებული, მას მასიმო მორატის ("ინტერის" პრეზიდენტი) შუბლზე მივაკრავდი", - განაცხადა სკანდალურად ცნობილმა ფუნქციონერმა იტალიურ პრესაში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული