კლარენს ზეედორფი კარიერას ბრაზილიაში გააგრძელებს

AutoSharing Option
"მილანის" ნახევარმცველი კლარენს ზეედორფი უახლოეს ხანში კონტრაქტს ბრაზილიურ "ბოტაფოგოსთან" გააფორმებს.

ჰოლანდიელმა ვეტერანმა ბრაზილიური კლუბის მისით დაინტერესებას დადებითად უპასუხა.

36 წლის ზეედორფი ბრაზილიაში უკვე მომავალ კვირას გაემგზავრება, რათა "ბოტაფოგოსთან" კონტრაქტს ხელი მოაწეროს.

შეგახსენებთ, რომ 30 ივნისს ფეხბურთელი თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს, რადგან "მილანთან" მისი ხელშეკრულების ვადა იწურება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული