ოფიციალურად: ალესანდრო ნესტა "მილანს" ტოვებს

AutoSharing Option
"მილანის" ვეტერანმა მცველმა ალესანდრო ნესტამ განაცხადა, რომ არ აპირებს კლუბთან კონტრაქტის გაგრძელებას.

გამართულ პრესკონფერენციაზე 36 წლის ფეხბურთელმა განაცხადა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ "მილანს" დატოვებს. ნესტას კონტრაქტი "როსონერისთან" 1 ივლისამდე მოქმედებს.

იტალიელის თქმით, წასვლის შესახებ გადაწყვეტილება მან ჯერ კიდევ თებერვალში მიიღო.

ასევე, ფეხბურთელმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ მას ამერიკის ჩემპიონატიდან აქვს შეთავაზებები და აღნიშნა, რომ კარიერის გასაგრძელებლად სხვა ვარიანტებსაც განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ ალესანდრო ნესტა "მილანში" 2002 წლიდან თამაშობს.

მომზადებულია La Gazzetta dello sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული