ტურინის "იუვენტუსი" რობინ ვან პერსის წელიწადში 7.5 მილიონ ევროს გადაუხდის

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" ჰოლანდიელი ფეხბურთელი რობინ ვან პერსი შესაძლოა ზაფხულში ტურინის "იუვენტუსს" შეუერთდეს.

იტალიური პრესის ინფორმაციით, ფეხბურთელის წარმომადგენლები "იუვენტუსის" ხელმძღვანელობას შეხვდნენ, სადაც ტურინელთა წინადადება მოისმინეს.

იტალიელები ვან პერსის 4-წლიან კონტრაქტს და წელიწადში 7.5 მილიონ ევროს სთავაზობენ.

ტრანსფერის თანხად კი 25 მილიონი ევრო სახელდება. თუმცა ამავე დროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 16 მაისს ვან პერსი "არსენალთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე იწყებს მოლაპარაკებას.

მომზადებულია La Stampa-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული