ფრანჩესკო გვიდოლინი: "უდინეზეში" ვრჩები

AutoSharing Option
უდინეზეს" მთავარი მწვრთნელი ფრანჩესკო გვიდოლინი, რომელმაც გუნდს იტალიის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები მოაპოვებინა და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოუტანა, უარყოფს ინფორმაციას, თითქოს "ფიორენტინაში" გადასვლას აპირებს.

"იები" დელიო როსის გათავისუფლების შემდეგ უმწვრთნელოდ დარჩა.

"ეს ქალაქი ჩემი სახლია. არსად წასვლას არ ვაპირებ და "უდინეზეს" არ დავტოვებ. ამ გუნდის მწვრთნელად ვრჩები", - თქვა გვიდოლინიმ.

აღსანიშნავია, რომ ფრიულური გუნდის თავკაცის კონტრაქტი 2015 წლის ივნისამდე მოქმედებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული