Sky Sport Italia: ანდრეა ბარძალიმ ტურინის ”იუვენტუსთან” კონტრაქტი 2015 წლამდე გააგრძელა

AutoSharing Option
იტალიური წყაროს ინფორმაციით, "ტურინის "იუვენტუსის" მცველმა ანდრეა ბარძალიმ "ბებერ ქალბატონთან" კონტრაქტი 2015 წლამდე გააგრძელა.

"იუვენტუსთან" ანდრეა ბარძალის მიმდინარე ხელშეკრულება, რომელიც ტურინში "ვოლფსბურგიდან" 2011 წლის იანვარში 1 მილიონ ევროდ გადავიდა, ზუსტად ერთი წლის შემდეგ იწურებოდა.

მიუხედავად ამისა, "იუვენტუსში" 31 წლის ფეხბურთელის ახალი კონტრაქტის გაფორმების ფაქტს ჯერ კიდევ არ ადასტურებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული