თუმცა გაცილება თქვენ "სან სიროზე" უნდა გენახათ, სადაც თითქმის ყველა ვეტერანმა ბოლო მილანური მატჩი ჩაატარა.
ამის შესახებ უკვე არაერთხელ დავწერეთ და აღარ განვავრცობთ თემას. "უდინეზემ" კიდევ ერთხელ გააკვირვა საფეხბურთო იტალია
ბოლო ტური
მილანი-ნოვარა 2:1
გოლები: 0:1 გარსია (20), 1:1 ფლამინი (56), 2:1 ინძაგი (82).
ფიორენტინა-კალიარი 0:0
იუვენტუსი-ატალანტა 3:1
გოლები: 1:0 მარონე (10), 2:0 დელ პიერო (28), 2:1 ლიხტშტაინერი (83-პენ.), 3:1 ბარცალი (90-პენ.).
ჩეზენა-რომა 2:3
გოლები: 1:0 დელ ნერო (9), 1:1 ბოიანი (27), 1:2 ლამელა (32), 1:3 დე როსი (49), 2:3 სანტანა (90).
პარმა-ბოლონია 1:0
გოლი: 1:0 ბიაბიანი (37).
კატანია-უდინეზე 0:2
გოლები: 0:1 დი ნატალე (19), 0:2 ფაბრინი (58).
კიევო-ლეჩე 1:0
გოლი: 1:0 ვაჩეკი (78).
გაძევება: კაროციერი (45. ლეჩე).
ჯენოა-პალერმო 2:0
გოლები: 1:0 ჯილარდინო (51), 2:0 სკული (70).
ლაციო-ინტერი 3:1
გოლები: 0:1 მილიტო (45-პენ.), 1:1 კოზაკი (59), 2:1 კანდრევა (61), 3:1 მაური (90).
ნაპოლი-სიენა 2:1
გოლები: 1:0 დოსენა (3), 1:1 დესტრო (6), 2:1 დოსენა (34).
ტურის სიმბოლური ნაკრები
პუჯონი (კიევო) - ჰაინცე (რომა), პალეტა (პარმა), კიელინი (იუვენტუსი) - სანტანა (ჩეზენა), გატუზო (მილანი), კანდრევა (ლაციო), დოსენა (ნაპოლი) - დელ პიერო (იუვენტუსი), დი ნატალე (უდინეზე), ინძაგი (მილანი).
სიმბოლურია, რომ ბოლო ტურის რჩეულთა ნაკრების თავდასხმაში ის ფეხბურთელები მოხვდნენ, რომლებმაც დაასრულეს კარიერა და გულშემატკივრებს სწორედ გასულ უქმეებზე გამოეთხოვნენ.
მართალია, ალესანდრო დელ პიერო კიდევ აპირებს თამაშს, ანტონიო დი ნატალე კი ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრება, მაგრამ ეს საერთო სურათს არ ცვლის, რადგან ყველამ კარგად ვიცით, რომ სერია A-ს 2011/12 წლების სეზონთან ერთად, დიდი ეპოქაც დასრულდა, რომელიც სხვებთან ერთად, სწორედ ჩამოთვლილმა ფეხბურთელებმა შექმნეს.
რაც მთავარია, დი ნატალემ, ინძაგიმ და დელ პიერომ დაიმსახურეს რჩეულთა შორის მოხვედრა და ეს სულაც არ იყო მათ მიმართ გაკეთებული ჟესტი.
პიპო მეორე ნახევარში გამოჩნდა მინდორზე, "ნოვარას" გამარჯვების გოლი გაუტანა და "მილანს" სეზონის უკანასკნელი თამაში მოაგებინა; პინტურიკიო შეუჩერებელი იყო "ატალანტასთან" პაექრობაში და "იუვენტუსის" სამი გოლიდან ერთი სწორედ მასზე მოდის; რაც შეეხება ტოტოს, მან "კატანიას" შეუგდო უმნიშვნელოვანესი გოლი და "უდინეზეს" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოუტანა.
აღსანიშნავია, რომ სიმბოლურ გუნდში ჯენარო გატუზოც მოხვდა - ინძაგის მსგავსად, რინომაც ბოლო მატჩი ჩაატარა "მილანის" შემადგენლობაში და რა გასაკვირია, რომ მთელი გული და სული ჩადო თამაშში; მით უმეტეს, ამ მხრივ, ჯენარო არც არასდროს აკლებდა.
ტურის გმირი
ტურის გმირი ანტონიო დი ნატალე გახლავთ, 34 წლის ფორვარდი, რომელმაც უკანასკნელი მატჩი ჩაატარა "უდინეზეს" შემადგენლობაში და გუნდს ჩემპიონთა ლიგის საგზური მოუტანა.
ტოტომ კარიერის დასრულების შესახებ დაახლოებით ერთი კვირის წინ განაცხადა და ამით ბევრი გააკვირვა, რადგან დღესაც ბრწყინვალე ფორმაშია და დღესაც ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია არა მარტო იტალიის, თუნდაც ევროპის მასშტაბით.
იქნებ ეს კონტინენტის პირველობაზე დაამტკიცოს კიდეც, სადაც იტალიის ნაკრების ღირსებას დაიცავს. დიახ, დი ნატალე "სკუადრა აძურასთან" ერთად ევროფორუმზე იასპარეზებს და შემდეგ ბუცებს ლურსმანზე ჩამოკიდებს.
ტურის ფრაზა
ფილიპო ინძაგი (ბოლო მილანური მატჩის შემდეგ): "მე აუცილებლად დავბრუნდები "მილანში", რადგან აქ იმხელა სიყვარული და ემოციაა, რომ არ შეიძლება, ეს ყველაფერი ასე დასრულდეს".
გლობალური სტატისტიკა
საუკეთესო დასწრება:
XVIII ტური მილანი-ინტერი, 80 000 გულშემატკივარი.
ყველაზე დაბალი დასწრება:
XVII ტური კალიარი-ჯენოა, XVIII კიევო-პალერმო, XIX კალიარი-ფიორენტინა, XXII ლეჩე-ბოლონია, XXIII კალიარი-პალერმო, XXV კალიარი-ლეჩე, 6 000 გულშემატკივარი.
ყველაზე დიდი საშინაო გამარჯვება:
ნაპოლი-ჯენოა 6:1 (I ტური), ინტერი-პარმა 5:0 (XVII).
ყველაზე დიდი საგარეო გამარჯვება:
ფიორენტინა-იუვენტუსი 0:5 (XXVIII ტური).
ყველაზე უხვგოლიანი თამაში:
ნაპოლი-კალიარი 6:3 (XXVII), ინტერი-ჯენოა 5:4 (XXX).
სერიები
მოგება: პარმა - 7 თამაში
წაგება: ჩეზენა - 5
წაუგებლად: იუვენტუსი - 38
მოუგებლად: ჩეზენა - 20
გუნდური სტატისტიკა
საუკეთესო თავდასხმა: 74 გოლი - მილანი; 68 - იუვენტუსი; 66 - ნაპოლი.
საუკეთესო დაცვა: 20 გაშვებული - იუვენტუსი; 33 - მილანი; 35 - უდინეზე.
უარესი თავდასხმა: 24 გოლი - ჩეზენა; 35 - კიევო, ნოვარა.
უარესი დაცვა: 69 გაშვებული - ჯენოა, 65 - ნოვარა; 62 - პალერმო.
ზუსტი გადაცემები: 20646 - იუვენტუსი; 20633 - მილანი; 19648 - რომა.
კარის მიმართულებით დარტყმები: 726 - იუვენტუსი; 620 - რომა; 601 - ინტერი.
კარში დარტყმები: 261 - იუვენტუსი; 222 - მილანი; 203 - რომა.
ინდივიდუალური სტატისტიკა
ბომბარდირები
28 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 24 - დიეგო მილიტო (ინტერი); 23 - ედინსონ კავანი (ნაპოლი), ანტონიო დი ნატალე (უდინეზე); 19 - როდრიგო პალასიო (ჯენოა); 16 - ხერმან დენისი (ატალანტა), ფაბრიციო მიკოლი (პალერმო); 15 - სებასტიან ჯოვინკო (პარმა); 14 - სტევან იოვეტიჩი (ფიორენტინა); 13 - მიროსლავ კლოზე (ლაციო).
ასისტენტები
13 - ანდრეა პირლო (იუვენტუსი); 12 - ფაბრიციო მიკოლი (პალერმო); 10 - სებასტიან ჯოვინკო (პარმა), პაბლო არმერო (უდინეზე), ანტონიო კასანო (მილანი); 9 - რობინიო (მილანი), მარეკ ჰამშიკი (ნაპოლი); 8 - მირკო ვუჩინიჩი (იუვენტუსი), მირალემ პიანიჩი (რომა); 7 - ხუან მანუელ ვარგასი (ფიორენტინა), სერჯო პელისიერი (კიევო).
ზუსტი პასები
3195 - ანდრეა პირლო (იუვენტუსი); 2365 - კრისტიან ლედესმა (ლაციო); 2226 - ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი); 2121 - დანიელე დე როსი (რომა); 2101 - ფრანჩესკო ლოდი (კატანია); 1968 - რიკარდო მონტოლივო (ფიორენტინა); 1940 - ლუკა ჩიგარინი (ატალანტა); 1882 - არტურო ვიდალი (იუვენტუსი);
კარის მიმართულებით დარტყმები
167 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე); 141 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი), სებასტიან ჯოვინკო (პარმა); 123 - ედინსონ კავანი (ნაპოლი); 122 - სტევან იოვეტიჩი (ფიორენტინა); 111 - ფაბრიციო მიკოლი (პალერმო); 102 - მირკო ვუჩინიჩი (იუვენტუსი); 100 - ფრანჩესკო ტოტი (რომა).
კარში დარტყმები
70 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე); 67 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 51 - ედინსონ კავანი (ნაპოლი); 46 - სტევან იოვეტიჩი (ფიორენტინა), სებასტიან ჯოვინკო (პარმა); 45 - ფაბრიციო მიკოლი (პალერმო); 41 - ხერმან დენისი (ატალანტა); 39 - მარკო რიგონი (ნოვარა).
ჯარიმები
93 - მატია დესტრო (სიენა); 83 - გაბი მუდინგაი (ბოლონია); 81 - ფილიპო პორკარი (ნოვარა); 79 - ლუკა ჩიგარინი (ატალანტა), ვალონ ბერამი (ფიორენტინა); 75 - დანიელე კონტი (კალიარი); 74 - პერპარიმ ჰეტემაი (კიევო), გონსალო ბერგესიო (კატანია).
ციფრები და ფაქტები
მას შემდეგ, რაც სერია A-ში 20 გუნდი მონაწილეობს, მხოლოდ "იუვენტუსმა" შეძლო ჩემპიონატის წაუგებლად დასრულება;
ალესანდრო დელ პიერომ 188-ე გოლი გაიტანა სერია A-ში და ამ მაჩვენებლით ჯუზეპე სინიორის გაუთანაბრდა; ბეპე და ალე მერვე-მეცხრე ადგილებს იყოფენ ყველა დროის ბომბარდირთა შორის;
"ატალანტამ" მხოლოდ 12 მატჩი წააგო, რაც კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგის გამეორებაა; ასეთი მაჩვენებელი ბერგამოულ გუნდს 1946/47 და 2006/07 წლების სეზონებში ჰქონდა;
"ატალანტას" "იუვენტუსთან" გასვლითი მატჩი 1989 წლის შემდეგ არ მოუგია;
ფილიპო ინძაგიმ "მილანის" შემადგენლობაში მე-300 და უკანასკნელი მატჩი გამართა, რასაც მისი 126-ე გოლი მოჰყვა; სულ სერია A-ში პიპოს ანგარიშზე 156 შედეგიანი დარტყმაა;
ზლატან იბრაჰიმოვიჩი პირველი ფეხბურთელია, რომელიც სერია A-ს ბომბარდირი სხვადასხვა გუნდის შემადგენლობაში გახდა;
ლუკა მარონემ "იუვენტუსიდან", კამილ ვაჩეკმა "კიევოდან", სანტიაგო გარსიამ "ნოვარადან", პირველი გოლები გაიტანეს სერია A-ში;
ანტონიო დი ნატალემ მიჯრით სამ სეზონში გაიტანა 20 გოლზე მეტი, რაც გაბრიელ ბატისტუტას შედეგის გამეორებაა 1998-2001 წლებში;
"ინტერი" პირველად ვერ გავიდა ჩემპიონთა ლიგაზე 2002 წლის შემდეგ;
დიეგო მილიტომ ჩემპიონატი 24 გოლით დაასრულა. ასეთი შედეგი მას მხოლოდ "ჯენოაში" ჰქონდა 2008/09 წლების სეზონში;
"კალიარის" ფლორენციაში 1972 წლის შემდეგ არ მოუგია;
"პარმამ" 7 მატჩი მოიგო ზედიზედ, რაც გუნდის სარეკორდო მაჩვენებელია;
"პალერმოს" არასდროს მოუგია "ჯენოასთვის" გასვლითი პაექრობა სერია A-ში;
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. იუვენტუსი 38 23 15 0 68-20 84
2. მილანი 38 24 8 6 74-33 80
3. უდინეზე 38 18 10 10 52-35 64
4. ლაციო 38 18 8 12 56-47 62
5. ნაპოლი 38 16 13 9 66-46 61
6. ინტერი 38 17 7 14 58-55 58
7. პარმა 38 15 11 12 54-53 56
8. რომა 38 16 8 14 60-54 53
9. ბოლონია 38 13 12 13 41-43 51
10. კიევო 38 12 13 13 35-45 49
11. კატანია 38 11 15 12 47-52 48
12. ატალანტა 38 13 13 12 41-43 46
13. ფიორენტინა 38 11 13 14 37-43 46
14. სიენა 38 11 11 16 45-46 44
15. კალიარი 38 10 13 15 37-46 43
16. პალერმო 38 11 10 17 52-62 43
17. ჯენოა 38 11 9 18 50-69 42
18. ლეჩე 38 8 12 18 40-56 36
19. ნოვარა 38 7 11 20 35-65 32
20. ჩეზენა 38 4 10 24 24-60 22
შენიშვნა: ატალანტა - 6 ქულა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"