"ორივე გუნდი უნიკალურია. ამ გუნდების მთავარი თვისება ვნება და ენთუზიაზმია. ეს ფაქტორი მატჩს ძალიან ლამაზ დაპირისპირებად აქცევს.
შედეგის პროგნოზირებისგან თავს შევიკავებ, აქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ეს უმაღლესი დონის სანახაობა იქნება.
"ნაპოლის" მეტი მოტივაცია ექნება? ვფიქრობ, რომ "იუვენტუსს" ერთი სკუდეტოს მოპოვებით, გამარჯვების წყურვილი არ დაუკარგავს", - თქვა ლიპიმ.