ლეონარდო: ბერლუსკონი ჭკუაზე ვერაა

AutoSharing Option
როცა ბრაზილიელმა ლეონარდომ "მილანის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, მრავალი ვერსია გაისმა – უთანხმოება თავნება ვარსკვლავებთან, არადამაკმაყოფილებელი შედეგები, გაუარესებული ჯანმრთელობა და სხვა. მაგრამ რეალური მიზეზი სულ სხვა ყოფილა.

ლეონარდოს თქმით, გასული სეზონის ბოლოს მან კლუბი სილვიო ბერლუსკონის გამო დატოვა. ბრაზილიელი სპეციალისტი აცხადებს, რომ "მილანის" პრეზიდენტთან თანამშრომლობა პრაქტიკულად შეუძლებელია.

"ასე იოლად "მილანს" არასდროს დავტოვებდი, რადგან კლუბში 13 წელი მქონდა გატარებული. ახლა გუნდი ისეთ მანერაში თამაშობს, რომელიც ფეხბურთის ჩემეულ ხედვასთან ძალზე ახლოსაა, ხოლო მე იმ მარტივი მიზეზით წავედი, რომ სილვიო ბერლუსკონისთან ურთიერთობა გამირთულდა.
უამრავი რჩევითა და წინადადებით მივმართე, მაგრამ ეს კაცი საკუთარ პერსონაზე იმდენადაა შეყვარებული, რომ ყველაფერს აზრი ეკარგება, თუკი მის პირად აზრს არ ემთხვევა.

მასთან არათუ თანამშრომლობა, თანაარსებობაც კი შეუძლებელია. დღემდე ვერ გამიგია, რატომ გამომლანძღა "მილანის" ახალი მთავარი მწვრთნელის მასიმო ალეგრის პრეზენტაციაზე. ჩანს, ბერლუსკონი ჭკუაზე ვერაა.

ალეგრისაც გაუჭირდება. იმედია, მას მაინც მისცემენ გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას, წინააღმდეგ შემთხვევაში "მილანი" მომავალ სეზონსაც ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით დაიწყებს", - ციტირებს ლეონარდოს Football Italia.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული