ედინსონ კავანი: თუ ოლიმპიადაზე არ გამიშვებენ, მთელ ნეაპოლს "გადავდგამ”

AutoSharing Option
"ნაპოლის" ურუგვაელმა თავდამსხმელმა ედინსონ კავანიმ თავის კლუბს ნათლად განუცხადა, რომ ლონდონის ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღებას აპირებს და ვერაფერი შეაჩერებს.

ამავე დროს, ნეაპოლელები არ არიან აღტაცებულნი იმ ფაქტით, რომ მათი ძირითადი თავდამსხმელი იმის ნაცვლად, რომ გუნდთან ერთად ახალი სეზონისთვის ემზადებოდეს, ლონდონში არააუცილებელ ტურნირზე აპირებს გამგზავრებას.

"შვებულებას ურუგვაიში გავატარებ და შემდეგ იტალიაში დავბრუნდები, მაგრამ შემდეგ ინგლისში ოლიმპიადაზე ვაპირებ წასვლას. ეს საკითხი განხილვას არ ექვემდებარება. თუ არ გამიშვებენ, მთელ ნეაპოლს "გადავდგამ".

"ნაპოლის" ხელმძღვანელობას უკვე ველაპარაკე, რომ ოლიმპიურ თამაშებში ჩემი ქვეყნის სახელით მონაწილეობა ჩემთვის ნომერ
პირველი პრიორიტეტია. ყველაფერს გავაკეთებ, რაც ჩემზეა დამოკიდებული, რათა იქ მოვხვდე. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ ურუგვაის ნაკრების თავკაცი ოსკარ ტაბარესი წამიყვანს", - განაცხადა კავანიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული