კლაუდიო რეიამ პოსტი დატოვა

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ, "ლაციოს" პრეზიდენტმა კლაუდიო ლოტიტომ მთავარ მწვრთნელს სრული მხარდაჭერა განუცხადა და დასძინა, რომ გუნდის მომავალი სწორედ ედუარდო რეიას უკავშირდება...

როგორც გამოჩნდა, ეს მხოლოდ ლოტიტოს სურვილი ყოფილა, თავად რეიამ კი ბევრისთვის მოულოდნელად პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო: "ლოტიტოს უკვე ვესაუბრე და ვაცნობე, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტს ვტოვებ. ეს ჩემი საბოლოო გადაწყვეტილებაა, რომელიც აღარ შეიცვლება.

სენიორ კლაუდიოს ეს ამბავი ძალიან ეწყინა და მთხოვა, რომ ერთი კვირა კიდევ მეფიქრა, მაგრამ ამას არავითარი აზრი აღარ აქვს - მე მივდივარ, რადგან ვგრძნობ, რომ
"ლაციოში" შესაძლებლობები ამოვწურე"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული