"რომას" ვინჩენცო მონტელა უხელმძღვანელებს

AutoSharing Option
"რომამ" კლუბის ყოფილ თავდამსხმელ ვინჩენცო მონტელასთან კონტრაქტის პირობები შეათანხმა.

კონტრაქტი ორწლიანია, კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების პერსპექტივით. "კატანიას" ყოფილი თავკაცის ხელფასი წელიწადში 3.6 მილიონი ევრო იქნება.

კლუბი მოლაპარაკებებს "პორტუს" და "ლაციოს" ყოფილ თავკაც ანდრე ვილაშ-ბოაშთანაც აწარმოებდა.

პორტუგალიელის ერთ-ერთი პირობა გუნდში მადრიდის "ატლეტიკოს" ფორვარდ რადამელ ფალკაოს მოწვევა იყო. თუმცა საბოლოოდ "რომამ" არჩევანი მონტელას კანდიდატურაზე შეაჩერა, როგორც სერია A-ში მუშაობის გამოცდილების მქონე სპეციალისტზე.

შეგახსენებთ, რომ მონტელა "რომას" სამწვრთნელო სკამზე ლუის ენრიკეს შეცვლის, რომელმაც გადადგომის შესახებ გასული კვირის ბოლოს განაცხადა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული