ტურინული კლუბის სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი მადრიდში იმყოფებოდა, სადაც იგუაინის მამას და ძმას შეხვდა და 24 წლის ფორვარდის იურისტსაც ესაუბრა.
არგენტინელი თავდამსხმელის შეძენა "პარი სენ ჟერმენს" და ლონდონის "ჩელსისაც" სურთ.
აღსანიშნავია, რომ "იუვენტუსი" მზადაა, არგენტინელში, რომელიც "რეალის" ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად ფრანგ ქარიმ ბენზემას უწევს კონკურენციას, 45 მილიონი ევრო გადაიხადოს. ამასთან, არგენტინელის პირადი შემოსავალი იტალიაში, შესაძლოა, მნიშვნელოვნად გაიზარდოს - თუ "სამეფო კლუბში" ის წელიწადში 3.8 მილიონ ევროს იღებს,
ამასთან, ისიც ცნობილია, რომ მადრიდელთა თავკაც ჟოზე მოურინიოს ნიჭიერ თავდამსხმელთან განშორება არ სურს.
მომზადებულია As-ის მიხედვით