მილანის "ინტერი" ვესლი სნეიდერს ინარჩუნებს, ლუსიოს და დიეგო ფორლანს კი შეუძლიათ წავიდნენ

AutoSharing Option
მილანის "ინტერში" ფეხბურთელების წასვლა-დარჩენის საკითხთან დაკავშირებით კლუბის პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ განაცხადა:

"ინტერმა" უნდა იმუშაოს, რათა იმ მოთამაშეებისგან, რომლებიც ჩვენს განკარგულებაში არიან და შესაბამის ამოცანებს პასუხობენ, მაქსიმუმი მიიღოს.

ამას გარდა, კლუბმა ახალბედები უნდა ეძებოს, რომლებიც მწვრთნელის იდეებს შეესაბამებიან და რაც მთავარია, "ინტერში" თამაშისთვის სათანადო დონეზე იმყოფებიან.

სნეიდერს იმ მოთამაშედ მივიჩნევთ, რომელსაც
კლუბის მომავლისთვის მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია.

ლუსიომ ცოტა ხნის წინ გვითხრა, რომ თავისი მომავალი ჯერ კიდევ არ გაურკ
ვევია. ასე რომ, შევხედავთ. შესაძლოა, მისთვის სხვა კლუბში გადასვლა უმჯობესი აღმოჩნდეს.

დიეგო ფორლანი?
"ინტერში" დარჩენა ბევრ მოთამაშეს სურს, მაგრამ ვნახოთ, შესაძლ
ოა, ზოგიერთისთვის წასვლა სჯობდეს.

ანდრეა სტრამაჩიონი მთავარ მწვრთნელად იმიტომ დავნიშნე, რომ ძალიან ჭკვიან ყმაწვილად მივიჩნევ. ამასთან, გუნდის გადახალისება და ანთება მსურდა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული