"ნაპოლის" თავდამსხმელი ეზეკიელ ლავეცი, როოგრც ჩანს კლუბს მომავალ ზაფხულს დატოვებს. ასე რომ, 20 მაისს იტალიის თასის ფინალური მატჩი ტურინის "იუვენტუსთან" 27 წლის არგენტინელისთვის ნეაპოლელთა მაისურით ბოლო იქნება.
ფორვარდის შეძენა ერთდროულად რამდენიმე კლუბს სურს, თუმცა უფრო დამაჯერებელი მილანის "ინტერის" ვარიანტი ჩანს.
გასულ სეზონში ლავეციმ ნეაპოლელთა შემადგენლობაში 38 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა.