დიახ, ყველა ლოგიკით უფრო სუსტი გუნდი ლამის ფავორიტად იყო შერაცხული და ამას ჰქონდა კიდეც ობიექტური მიზეზები - ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ნეაპოლელთა ბოლო წლების პროგრესმა ერთი ტიტული ნამდვილად მოამწიფა და ეს ტიტული სწორედ "კოპა იტალია" აღმოჩნდა.
თანაც, "ნაპოლის" სწორედ გადამწყვეტი, დიდი მატჩების თამაში ეხერხება და ფინალში ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა.
თამაშის დეტალურ მიმოხილვას მოგვიანებით
"ნაპოლიზე" იტალიის თასი ნამდვილად ალალია.
იტალიის თასი. ფინალი
იუვენტუსი-ნაპოლი 0:2 (იხილეთ ვიდეო)
იუვენტუსი (4-3-3): სტორარი - ლიხტშტაინერი (68. პეპე), ბონუჩი, ბარცალი, კასერესი - ვიდალი, პირლო, მარკიზიო - ესტიგარიბია, დელ პიერო (68. ვუჩინიჩი), ბორიელო (73. კვალიარელა).
ნაპოლი (3-4-2-1): დე სანკტისი - არონიკა, კანავარო, კამპანიარო - მაჯო, ინლერი, ცუნიგა, ჯემაილი - ჰამშიკი (86. დოსენა), ლავეცი (73. პანდევი) - კავანი (90. ბრიტოსი).
გოლები: 0:1 კავანი (63-პენ.), 0:2 ჰამშიკი (83).
გაფრთხილება: სტორარი, მარკიზიო, ბორიელო - დე სანკტისი, კანავარო, ჯემაილი.
გაძევება: კვალიარელა (90. იუვენტუსი).
მაყურებელი: 70 000
მატჩის შემდგომი კომენტარები:
ანტონიო კონტე: არადა შეგვეძლო სეზონი წაგების გარეშე დაგვესრულებინა
ვალტერ მაძარი: ტურინის "იუვენტუსის" დამარცხება წარმოუდგენელი ჩანდა
ედინსონ კავანი: იტალიის თასის მოგება დავიმსახურეთ
ალალია, "ნაპოლი" თასის მფლობელია (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"