ნეაპოლელებმა 20 მაისს იტალიის თასის ფინალურ შეხვედრაში ტურინის "იუვენტუსი" 2:0 დაამარცხეს.
"ეს წარმატება დავიმსახურეთ. რა თქმა უნდა, ამ გამარჯვებას აღვნიშნავთ, მაგრამ მომავალზე ახლავე უნდა დავფიქრდეთ: იტალიის ჩემპიონატის მომავალ სეზონსა და ევროპის ლიგაზე.
"ნაპოლის" დიდი ხანია, არაფერი მოუგია. ასე რომ, მინდა ეს გამარჯვება ჩვენს გულშემატკივრებს მივუძღვნა, რომლებიც წარუმატებლობების მიუხედავად, გუნდთან ერთად რჩებოდნენ", - განაცხადა კავანიმ.