"მარცხი ყოველთვის უსიამოვნოა, მაგრამ როცა ფინალში აგებ, ეს ორმაგად საწყენია. პირველ რიგში, გაბრაზებული ჩვენს თავზე უნდა ვიყოთ. "ნაპოლიმ" დაგვანახა, რომ ყოველ მატჩში ბოლომდე უნდა დაიხარჯო.
ჩვენს გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომლებსაც სტაბილურობა აკლიათ. გარდა ამისა, არტურო ვიდალი და შტეფან ლიხშტაინერი ბოლომდე არ იყვნენ მზად მატჩისთვის.
შეგვეძლო სეზონი წაგების გარეშე დაგვესრულებინა, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ, რაც ძალიან დასანანია", - თქვა კონტემ.
მომზადებულია Football Italia-ს