მილანის "ინტერი" როდრიგო პალასიოში 11 მილიონ ევროს გადაიხდის

AutoSharing Option
მილანის "ინტერი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს აპირებს, თავდასხმის ხაზი "ჯენოას" ფორვარდით, როდრიგო პალასიოთი გააძლიეროს.

"ნერაძური" მზადაა, არგენტინელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 11 მილიონი ევრო გადაიხადოს.

პალასიო, სავარაუდოდ, ამ კვირის ბოლომდე სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც "ინტერთან" კონტრაქტს გააფორმებს.

30 წლის არგენტინელი ფორვარდით ასევე დაინტერესებული იყვნენ "რომა" და "ნაპოლი".

მიმდინარე სეზონში პალასიომ სერია A-ში 32 მატჩი ჩაატარა, სადაც 19 გოლი გაიტანა.

მომზადებულია La Gazzetta dello Sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული