ჩეზარე პრანდელიმ ევრო 2012-ზე იტალიის ნაკრების საბოლოოო განაცხადი გაარკვია

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ განაცხადა, რომ ევრო 2012-ის საბოლოო განაცხადი გაარკვია, მაგრამ აუცილებლობის შემთხვევაში მზადაა მასში ცვლილებები შეიტანოს.

პრანდელიმ გაფართოებული შემადგენლობა 13 მაისს გააცხადა, რომელიც ევრო 2012-ისთვის მოემზადება.

მასში 32 ფეხბურთელი ჩართეს, თუმცა პოლონეთსა და უკრაინაში მხოლოდ 23 მათგანი წავა.

"ის ფეხბურთელები, რომლებიც საბოლოო განაცხადში იქნებიან, უკვე შევარჩიე, თუმცა შესაძლოა, ჩემი გადაწყვეტილება შევცვალო. სწორედ ამიტომ, ყველა ფეხბურთელი ვარჯიშებზე ბოლომდე უნდა დაიხარჯოს და თავისი აუცილებლობა დამიმტკიცოს", - განაცხადა პრანდელიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული